NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კანდელაკი: ყველა, ვინც იმეორებს რუსეთის ვერსიას, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

კანდელაკი: ყველა, ვინც იმეორებს რუსეთის ვერსიას, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

07 აგვ 2021 პოლიტიკა 457 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველა, ვინც იმეორებს რუსეთის ვერსიას, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის მცდელობა, რომ გავიდეს სამშვიდობოს და იქცეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს პრობლემად მიაჩნია, რაშიც ხელს ,,გზააბნეული, თუ შეგნებულად მტრის მხარეზე მყოფი ქართველები უწყობენ”.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დიდი რაოდენობით დაიწყეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა 7 აგვისტოს, რისი არაერთი მტკიცებულებაც არსებობს. როდესაც ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მეორე ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებს კვეთს ამ ქვეყნის თანხმობის გარეშე, ეს არის ომის აქტი და ნებისმიერ ქვეყანას ასეთი სამხედრო აგრესიის დროს აქვს თავდაცვის უფლება. სწორედ ამიტომ, ყველა, ვინც იმეორებს რუსეთის ვერსიას, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო ომი, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც ამბობს, რომ საქართველო რუსეთს დაესხა თავს საკუთარ ტერიტორიაზევე. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც გაწირეს სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს იყო ერთ-ერთი ეპიზოდი იმ ბრძოლისა, რომელშიც 1921 წლიდან არის ჩართული ჩვენი ქვეყანა. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება, ეს არის ქართველი ხალხის მცდელობა გავიდეს სამშვიდობოს და იქცეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად. ეს მიაჩნია პრობლემად ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს და ამაში ხელს უწყობენ გზააბნეული, თუ შეგნებულად მტრის მხარეზე მყოფი ქართველები”, – აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

კომენტარები

TOP გიორგი კანდელაკი ომი რუსეთი 2021-08-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი კანდელაკი ომი რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კალაძე: ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება

შემდეგი სტატია

კახა კალაძე: არავინ ამბობს იმას, რომ ეს საკმარისია (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

დავით გარეჯის თემა პოლიტიკურ დონეზე უნდა დაკონსერვდეს, სხვა შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის კონფრონტაციას ექნება ადგილი

დავით გარეჯის თემა პოლიტიკურ დონეზე უნდა დაკონსერვდეს, სხვა შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის კონფრონტაციას ექნება ადგილი

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივლ 2019
ნათია მეზვრიშვილი: პარტნიორების მხარდაჭერის და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ქვეყანას საფრთხეები ემუქრება

ნათია მეზვრიშვილი: პარტნიორების მხარდაჭერის და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ქვეყანას საფრთხეები ემუქრება

ნინო ჩხეიძე 02 აპრ 2022
მსოფლიოში, გასულ კვირაში დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა

მსოფლიოში, გასულ კვირაში დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა

ირაკლი შალიკაშვილი 19 მაი 2021

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

    ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

  • უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

    უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

  • ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

    ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

  • ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

    ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

  • სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

    სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

  • ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

    ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

  • გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

    გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

    ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

  • კობახიძე: იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან

    კობახიძე: იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან

  • ვოლსკი: იან კელი გვიმტკიცებს, რომ დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და წამება გვაახლოებს – ეს აბსოლუტური აბსურდია, თუ არა სისულელე

    ვოლსკი: იან კელი გვიმტკიცებს, რომ დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და წამება გვაახლოებს – ეს აბსოლუტური აბსურდია, თუ არა სისულელე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge