NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ღია ბანკინგი – თიბისის მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად თიბისის მობაილბანკში სხვა ბანკების ანგარიშების დამატებაა შესაძლებელი

ღია ბანკინგი – თიბისის მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად თიბისის მობაილბანკში სხვა ბანკების ანგარიშების დამატებაა შესაძლებელი

06 აგვ 2021 ბიზნესი 235 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აქ. ახლა თიბისი ცხოვრების გასამარტივებლად მომხმარებლებს კიდევ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეს – ღია ბანკინგს სთავაზობს. ღია ბანკინკის ფუნქციონალი
თიბისის მობაილბანკს დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ყველა ბანკის ანგარიშის ნახვა და კონტროლი უკვე ერთ სივრციდან შეუძლია. ღია ბანკინგის მიზანი, მასში ჩართული ყველა მხარისთვის ჯანსაღი, კონკურენტული და უსაფრთხო ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნაა.
ღია ბანკინგის ფუნქციონალის გააქტიურებით, თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში, თიბისის მობაილბანკის აპლიკაციაში
ნებისმიერი ბანკის ანგარიში დაამატონ, ერთი აპლიკაციიდან უკეთ მართონ და აკონტროლონ ფინანსები და დაზოგონ დრო. ისინი შეძლებენ გააერთიანონ სხვა
ბანკების ანგარიშები და თვალი ადევნონ საკუთარ ფინანსებს ერთ სივრცეში. ეს განახლება პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება ფიზიკური პირებისთვის რომლებიც სხვადასხვა ბანკის ანგარიშით სარგებლობენ.
„თიბისიში მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მომხმარებელს ყოველდღიურობა და ბანკთან ურთიერთობა კიდევ უფრო
გავუმარტივოთ. ღია ბანკინგის ფუნქციონალის დამატებაც ამის დასტურია. მალე მობაილბანკს სხვა ბანკების ანგარიშებიდან ტრანზაქციების განხორციელების
შესაძლებლობასაც დავამატებთ, რაზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს“, – ნიკა მამულაშვილი, თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი. მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ საკუთარი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოყენებით მიიღონ
გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები. ეს არის ეკოსისტემა სადაც გაერთიანდება ახალი აპლიკაციები და შეთავაზებები ფინანსური და ტექნოლოგიური
კომპანიებისგან.

სიახლე მომხმარებლებს დაეხმარება, ყველა ანგარიშზე არსებული თანხის უფრო ეფექტიანად მართვაში, ასევე, ხარჯებისა და ფინანსების უკეთ დაგეგმვასა და
კონტროლში. ღია ბანკინგის მომდევნო განახლება კი შესაძლებელს გახდის ტრანზაქციის შესრულებას, თიბისის მობაილბანკში დამატებული ნებისმიერი
ანგარიშიდან. ღია ბანკინგი არის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც საფინანსო სივრცეს მაღალტექნოლოგიურ სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოვებს.

კომენტარები

TOP თიბისი 2021-08-06
თამუნა
Tags TOP თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

შემდეგი სტატია

თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, ამისთვის თავში ხელს არ შემოვიტყამ და არ ვიტყვი, დავიღუპეთ

მსგავსი სტატიები

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით და დაიწყეთ გადახდა 2 წლის შემდეგ

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით და დაიწყეთ გადახდა 2 წლის შემდეგ

28 ნოე 2017
5 ავტომობილი ყველაზე კომფორტული სავარძლებით

5 ავტომობილი ყველაზე კომფორტული სავარძლებით

ირაკლი შალიკაშვილი 30 აგვ 2021
1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი გახდა

ნინო ჩხეიძე 21 სექ 2020

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge