NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხშირად იმდენად მიკერძოებულია კვლევები, შეგიძლია გამოიცნო, რომელი პარტიის დაკვეთითაა ესა თუ ის კვლევა

ხშირად იმდენად მიკერძოებულია კვლევები, შეგიძლია გამოიცნო, რომელი პარტიის დაკვეთითაა ესა თუ ის კვლევა

03 აგვ 2021 პოლიტიკა 633 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობებს ასახავს, ოპოზიციური პარტიები აფასებენ.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, მსგავსი კვლევები, ხშირად მიკერძოებულია და კონკრეტული პარტიების დაკვეთას ასრულებს.

“ხშირად, იმდენად მიკერძოებულია კვლევები, შეგიძლია გამოიცნო, რომელი პარტიის დაკვეთითაა ესა თუ ის კვლევა გაკეთებული. შარშან ამ დროს “გირჩი” საერთოდ არ იყო IRI-ს კვლევაში, 0% ამოდიოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ რაღაც შედეგი მივიღეთ. წელს, მიუხედავად გაყოფისა, 2 “გირჩი” რომ ამოდის კვლევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია.

მე არასდროს მქონდა წარმოდგენა გახარიაზე, როგორც ოპოზიციურსა და მებრძოლზე. შესაბამისად, “ქართული ოცნებისა” და გახარიას ჯამური რეიტინგი, ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ოპოზიციის სურვილს,”- აცხადებს მეგრელიშვილი.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, კვლევის მიხედვით, ჯამში ოპოზიციას მმართველ გუნდზე მეტი პროცენტი აქვს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება “ოცნების” გადაწყვეტილების მოტივაცია, როცა მან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება გამოაცხადა.

“ჯამურად ოპოზიციას მეტი ხმა აქვს ვიდრე “ქართულ ოცნებას” და კიდევ ერთხელ დასტურდება, რატომ მიიღო “ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება, რადგან 43%-ს ვერ აგროვებს. ამასთან, პერსონალურად ჩვენთვის გზავნილია, რომ მეტი სამუშაო გვაქვს და მეტი კომუნიკაციაა მოსახლეობასა და ამომრჩეველთან საჭირო,”- განაცხადა ჩიხლაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სულ გამოკითხულია 1500 მოქალაქე.

კომენტარები

2021-08-03
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე – პატივს ვცემთ IRI-ს, მაგრამ მის მიერ დაქირავებული ორგანიზაციის მხრიდან ჩატარებული კვლევები დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს

შემდეგი სტატია

დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიახ, ჩვენ მზად ვართ დიალოგი იყოს

მსგავსი სტატიები

„მაქვს იმედი, რომ მმართველი პარტია დღესაც გარკვეულწილად მხარს დამიჭერს“

„მაქვს იმედი, რომ მმართველი პარტია დღესაც გარკვეულწილად მხარს დამიჭერს“

15 აგვ 2018
„რა მერაბ მორჩაძე, მკვლელებზე მაქვს ლაპარაკი“

„რა მერაბ მორჩაძე, მკვლელებზე მაქვს ლაპარაკი“

09 ივნ 2018
ირაკლი ღარიბაშვილი:  ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს, რაიმენაირად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ – ეს შემაშფოთებელია

ირაკლი ღარიბაშვილი: ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს, რაიმენაირად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ – ეს შემაშფოთებელია

ნინო ჩხეიძე 11 თებ 2023

უახლესი ამბები

  • მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

    მედია: ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა

  • ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

    ISW: „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაქირავებული პატიმრების უმეტესობა დაკარგოს

  • ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

    ულამაზესი ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც ნებისმიერ მოდის ჟურნალს დაამშვენებდა – ვიდეო

  • გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

    გიორგი კეკელიძე: ალბათ დადგა დრო, ვთქვა მთავარი

  • მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

    მედია: დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები – რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge