NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბოიკოტის დრო არ არის, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” 30%-ს ქვევით არის

ბოიკოტის დრო არ არის, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” 30%-ს ქვევით არის

29 ივლ 2021 პოლიტიკა 378 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ანულირებისშესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით უმრავლესობამ საკუთარი “მარცხი” აღიარა.

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას არ განიხილავს.

“ახლა არ არის დრო, რომ ბოიკოტზე ვიფიქროთ. ეს სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სცენარი იყო დაწერილი, რომ პარტიების რაღაც ნაწილს ბოიკოტი გამოეცხადებინა პარლამენტისთვის და მთლიანად მოესუფთავებინა გზა “ქართულ ოცნებას” თავისთვის და თავისი სატელიტური პარტიებისთვის. მაგრამ, ამის საშუალება ახლა არ უნდა მივცეთ “ქართულ ოცნებას”. პირიქით, გუშინ “ქართულმა ოცნებამ” მთლიანად აღიარა საკუთარი მარცხი, აღიარა ის, რომ ის ვერ იღებს 43%-ს და ამიტომაც, უარს ამბობს შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე და შესაბამისად, ახლა პირიქით, დამატებითი ფანჯარა გაუხსნა ოპოზიციას იმისათვის, რომ ჩვენ ძალები გავაერთიანოთ და ერთიანი ძალებით შევიდეთ ამ ბრძოლაში.

ყველა კვლევა ადასტურებს, მათ შორის, “ქართული ოცნების” კვლევა ადასტურებს, რომ 30%-ს ქვევით არის “ქართული ოცნება”. გაყალბებითაც კი ვერ ადის 40%-მდე და სწორედ ამან განაპირობა ეს გადაწყვეტილება, რომ სასწრაფოდ ანულირება გაუკეთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს. პრაქტიკულად მარცხისთვის არის განწირული ხელისუფლება და ახლა ცდილობს, რომ სხვა მეთოდებით ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას,“ – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა, რადგან მასზე ამ დრომდე არ იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა.

კომენტარები

2021-07-29
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვალდებულება, რომელიც ავიღე, ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ ზედმიწევნით შევასრულებ

შემდეგი სტატია

მთავარი ამოცანა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებაა, ხელისუფლების იმედი იმათ უკვე აღარ ექნებათ

მსგავსი სტატიები

„ანგარიშს ცხოვრება ისე გაუსწორებს, რომ ფეხზე ვერასოდეს დადგება“

„ანგარიშს ცხოვრება ისე გაუსწორებს, რომ ფეხზე ვერასოდეს დადგება“

30 ივლ 2018
გახდება თუ არა ექსპრეზიდენტის ეტაპირების ამსახველი კადრები საჯარო – სააკაშილი ვიდეომასალის სრული ვერსიის გასაჯაროებას მოითხოვს

გახდება თუ არა ექსპრეზიდენტის ეტაპირების ამსახველი კადრები საჯარო – სააკაშილი ვიდეომასალის სრული ვერსიის გასაჯაროებას მოითხოვს

ირაკლი შალიკაშვილი 25 იან 2022
დავით ზილფიმიანი: თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში

დავით ზილფიმიანი: თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში

ნინო ჩხეიძე 03 იან 2021

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge