NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვას – არც „ლოკდაუნი“ და არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული

ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვას – არც „ლოკდაუნი“ და არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული

26 ივლ 2021 საინტერესო 243 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ქვეყნის ჩაკეტვა და შეზღუდვები არ იგეგმება.როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მათ სხვა გზა – პანდემიის მართვა აირჩიეს. პრემიერის განცხადებითვე, შეზღუდვები გამართლებული არ იქნება, ვინაიდან ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.

„ბევრი საუბარია ბოლო დროს, კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს არის მართვის გზა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეფექტიანად ზოგადად, ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც „ლოკდაუნი“, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ ჩვენ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ამიტომ, მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა, „ფეისბუქის“ საშუალებით და სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციას და ტყუილს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, წელს ბიუჯეტი მილიარდით გაიზარდა და ქვეყანას სესხი „ერთი ლარიც“ კი არ აუღია.

„ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში – 45% აპრილში, 30% მაისის თვეში, 18%-ს ველოდებით ივნისის თვეში და 12%-იანი ზრდა გვაქვს პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა საშუალება, რომ არც ერთი ლარი სესხი წელს არ აგვიღია. ჩვენ მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP 2021-07-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

1 264 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვლილი

შემდეგი სტატია

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი წინასწარ ემზადება არჩევნების დისკრედიტაციისთვის

მსგავსი სტატიები

60 გარდაცვლილი და 2354 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

60 გარდაცვლილი და 2354 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

ირაკლი შალიკაშვილი 23 აგვ 2021
ფილიპ ჰალსმანი რომლის წინაშეც პრეზიდენტები, მეცნიერები და მსახიობები ხტუნაობდნენ

ფილიპ ჰალსმანი რომლის წინაშეც პრეზიდენტები, მეცნიერები და მსახიობები ხტუნაობდნენ

27 სექ 2017
რონალდომ უცნაური ვარცხნილობის მიზეზი განმარტა

რონალდომ უცნაური ვარცხნილობის მიზეზი განმარტა

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge