NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ

ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ

26 ივლ 2021 პოლიტიკა 416 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სრული „ლოკდაუნის“ გამო, საკმაოდ სოლიდური სესხი აიღო და ახლა, არსებულ პირობებში, სესხის აღების არც შესაძლებლობა და არც სურვილი არ გააჩნია.

„შევეცდები, ძალიან მარტივად აგიხსნათ, რა განსხვავებაა 2021 წელსა და 2020 წლის გაზაფხულს შორის. თვისობრივად სხვა ვითარება იყო, ერთი, რომ მართვის ცოდნა მაშინ ნაკლებად არსებობდა მსოფლიოში და საქართველოში, ჩვენ ახლა უკვე თითქმის 1,5 წელი პანდემიის რეჟიმში ვიმყოფებით, ცოდნაც და უნარიც გაცილებით მეტია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უფრო მეტად არის აღჭურვილი და გაძლიერებული, ასევე ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რაც შარშან არ არსებობდა. შედარებით მარტივია პირობითად რომ ვთქვათ ინფიცირებულთა რიცხვის მართვა ჩაკეტვის პირობებში იმიტომ, რომ ჩაკეტილია და პრაქტიკულად, გადადების შესაძლებლობა ნაკლებია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსები, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ინდუსტრიებს, ვინც არის ჩაკეტილი.

ჩვენ ამისთვის დიდძალი სესხი ავიღეთ. მეტი სესხის აღების არც შესაძლებლობა, არც სურვილი არ გაგვაჩნია. სესხი სესხია, ადრე თუ გვიან ის დასაბრუნებელი იქნება. ამიტომ, ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. ამას სწორედ ასე განვახორციელებთ“,- განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტი დამატებითი სესხით არ უნდა „დამძიმდეს“.

„წელს ახალი ხელშეკრულება არ დადებულა მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ პანდენიის დროს ქვეყანამ აიღო საკმაოდ დიდი ვალდებულება, გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, მთელმა მსოფლიომ აიღო ვალდებულება, მსოფლიოში გლობალურად თუ შევხედავთ, საგარეო ვალის აგრეგირებული მოცულობა საკმაოდ გაიზარდა, იგივე მოხდა საქართველოშიც. ჩვენ პრაქტიკულად უკვე ზღვარზე ვართ ჩვენი ფისკალური ვალდებულებების თვალსაზრისით, რომელსაც ბიუჯეტი არ აიღებს და ვერ აიღებს, მაგრამ არც არის ამის აუცილებლობა. როდესაც ქვეყანაში გაქვს 2 მილიონი დოზა ვაქცინა, როდესაც კიდევ ერთი მილიონი დოზა ვაქცინა პრაქტიკულად გზაშია, რა საჭიროა, რომ დავამძიმოთ ჩვენი ბიუჯეტი, ჩვენი მოსახლეობა დამატებითი სესხით. ამის სანაცვლოდ, ყველას მოვუწოდებ, შეგნებულად მიუდგეს ამ საკითხს და ელემენტარულად ვაქცინაცია ჩაიტარონ“,- განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

2021-07-26
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი წინასწარ ემზადება არჩევნების დისკრედიტაციისთვის

შემდეგი სტატია

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი მზადაა მტრის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელოს, თუ ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში იქნება

მსგავსი სტატიები

არც ამერიკაში, არც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ეჭვი არ ეპარებათ იმ ფარული მიყურადების მასალების ავთენტურობაში

არც ამერიკაში, არც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ეჭვი არ ეპარებათ იმ ფარული მიყურადების მასალების ავთენტურობაში

ირაკლი შალიკაშვილი 22 სექ 2021

მიანმარის ნობელის ლაურეატმა დე ფაქტო ლიდერმა დუმილი დაარღვია

19 სექ 2017
შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ

შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ

ირაკლი შალიკაშვილი 21 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge