NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ISFED და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“: …აღნიშნული პოსტერები ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება

ISFED და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“: …აღნიშნული პოსტერები ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება

24 ივლ 2021 საზოგადოება 377 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები – „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული პოსტერები ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, რამაც „შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ“.

ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, გაემიჯნონ გავრცელებული პოსტერების ძალადობრივ შინაარს და გაავრცელონ მკაფიო გზავნილები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

„24 ივლისს, თბილისში დაუდგენელმა პირებმა პოსტერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას“ გააკრეს. ქალაქის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად სამი კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელები და სამოქალაქო აქტივისტები – „სირცხვილიას“ წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილი და „თბილისი პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი არიან გამოსახული. პოსტერები, თავისი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

მსგავს შემთხვევას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ჰქონდა ადგილი, აუდიტის სამსახურის მიერ საკითხის გამოკვლევის შემდეგ ბილბორდების ხარჯი დეკლარირებული იქნა შემოწირულებად. ამჯერად კონტექსტი რადიკალურად განსხვავებულია. შემოწირულების გარდა, 5-6 ივლისის მოვლენების ფონზე მასობრივად გავრცელებულ პოსტერის შინაარსი ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, აგრეთვე აშკარაა პოსტერების ჰომოფობიური ქვეტექსტიც. შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან სულ უფრო ხშირად გვხვდება სიტყვიერი თავდასხმები კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით, პოსტერზე არსებულმა მოწოდებებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ.

თბილისის მერიის განცხადებით მისი შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს პლაკატების ჩამოხსნას, რადგან ის აზიანებს ქალაქის იერსახეს და ამის გამო არის უკანონო. მიგვაჩნია, რომ ამგვარი შინაარსის პოსტერების გავრცელება რისკს უქმნის მომავალი საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვასაც და პოლარიზაციის რისკების გათვალისწინებით ხიფათს წარმოადგენს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისთვის.

მოვუწოდებთ: შესაბამის სამსახურებს, შეასრულონ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და უზრუნველყონ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების ადეკვატური დაცვა.

პოლიტიკურ ლიდერებს, გაემიჯნონ გავრცელებული პოსტერების ძალადობრივ შინაარს და გაავრცელონ მკაფიო გზავნილები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

TOP 2021-07-24
ნინო ჩხეიძე
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

How To Write Papers – Get Ideas on How to Compose Your Own Essay

შემდეგი სტატია

პარიზში სანიტარული საშვების წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო (პირდაპირი ტრანსლაცია)

მსგავსი სტატიები

ლეილა აბაშიძე იშემიური ინსულტით კლინიკაში გადაიყვანეს

ლეილა აბაშიძე იშემიური ინსულტით კლინიკაში გადაიყვანეს

სოსო ელისაშვილი 14 თებ 2018
დათო მაღრაძე: ქვეყნის სიკვდილის ფასად რომელიმე სტრუქტურაში გაწევრებისთვის რაიმე სტატუსი ღირს?

დათო მაღრაძე: ქვეყნის სიკვდილის ფასად რომელიმე სტრუქტურაში გაწევრებისთვის რაიმე სტატუსი ღირს?

ნინო ჩხეიძე 20 ივლ 2022
„ჩემ მეუღლეს დაჰყვებიან სუს-ის თანამშრომლები, სირცხვილია, კაცები ხართ თუ ვინ ხართ?“

„ჩემ მეუღლეს დაჰყვებიან სუს-ის თანამშრომლები, სირცხვილია, კაცები ხართ თუ ვინ ხართ?“

10 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

    ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

  • გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

    გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

  • თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

    თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge