NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ ჯაფარიძე – მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას

ზურაბ ჯაფარიძე – მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას

23 ივლ 2021 პოლიტიკა 571 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისში არ დავაყენებთ მერობის საკუთარ კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელია/ელენე ხოშტარიას. ამავე დროს, თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც იმედი გვაქვს, მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ნაწილი ვიცე-მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვას სთავაზობს.

„2 ოქტომბრის არჩევნებისთვის თბილისში შეთანხმებაზე: ყველა კვლევით ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ თბილისში მერობის კანდიდატად დადგომის შემთხვევაში, მეორე ტურში გადასვლის შანსი არ მაქვს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიმეღო, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ხმების მაქსიმალური მობილიზაციაა. თუმცა, მე მჯერა რომ ჩვენ ამას ისედაც შევძლებთ – დამოუკიდებელი და გამორჩეული კამპანიით, ისე როგორც, ეს შარშან გავაკეთეთ.

ასევე მჯერა, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტი. ამისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ აჩვენოს, რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი. ეს მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და დადგება მომავალი კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირების საკითხი. ამას ელოდება როგორც, ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე ამას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

2 ოქტომბრისთვის, ყველგან, მთელს საქართველოში, ყველა მუნიციპალიტეტში, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ეცდება ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები, გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ჩვენ გვექნება პარტიული სია, მაგრამ არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელია/ელენე ხოშტარიას. ამავე დროს, თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც იმედი გვაქვს, მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდან. კოვიდი მოვილიე, სექტემბერში სრულად ფორმაში ვიქნები“, – წერს ჯაფარიძე.

კომენტარები

TOP არჩევნები ზურაბ ჯაფარიძე 2021-07-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები ზურაბ ჯაფარიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელენე ხოშტარია: ოპოზიციამ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ ძალა მრავალფეროვნებაშია

შემდეგი სტატია

ლაშა ბუღაძე: …ჩვენ კი აცრაზე ვჩივით. ვის რად უნდა აცრა გამოქვაბულში

მსგავსი სტატიები

დაპირისპირება ოგბაიძესა და მინაშვილს შორის

დაპირისპირება ოგბაიძესა და მინაშვილს შორის

29 სექ 2017
თქვენ ხართ ტოქსიური პოლიტიკური ძალა – თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს

თქვენ ხართ ტოქსიური პოლიტიკური ძალა – თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივნ 2019
გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება

გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება

სოსო ელისაშვილი 06 მარ 2018

უახლესი ამბები

  • საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

    საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge