NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში

პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში

22 ივლ 2021 პოლიტიკა 489 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში. ნონსენსი! სიტყვები გააკონტროლეთ და სტუდენტებით სპეკულირებას თავი დაანებეთ! – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე,

ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით აღნიშნა, რომ მათ რევოლუცია სურთ, რასაც ვერ მიღებენ.

„პარალელურ სამყაროში უნდათ გვაცხოვრონ და აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. იმას კი არ ამბობენ, რომ პლენარულ სხდომაზე შეჭრა არის ძალადობა. რომელი კოლეგის საქციელი დაგმეთ ქალბატონო ხატია ან ქალბატონო ხათუნა? პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე რომ მანდატურებზე ძალადობდა, ადექით ახლა და დაგმეთ და დავიჯერებ თქვენ სიმართლეს. პლენარულ სხდომაზე რომ შემოიჭერით, ეს თურმე ყოფილა დემოკრატია და პლენარულ სხდომაზე შეჭრა, პიკეტირება ყოფილა სწორი. როგორ მივიღო თქვენგან რაიმე მორალზე და სამართლებრივ საკითხზე შეფასება?

პარლამენტის შენობაში რომ იჭრებოდით თურმე გამართლებულია, ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში შემოიჭერით და აქეთ ადანაშაულებთ. პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილსა დანაშაულებენ ძალადობაში. ნონსენსი! სიტყვები გააკონტროლეთ და სტუდენტებით სპეკულირებას თავი დაანებეთ! ნუ ბედავთ ამდენს, რომ სოციალურ ქსელში ცდილობთ შალვა პაპუაშვილი იქნება, მე ვიქნები თუ სხვა ჩვენი კოლეგა – ამას აუდიტორიაში რა უნდა. თუ ვინმე აუდიტორიაში შესაშვები არ არის, ხართ თქვენ! იმიტომ, რომ ადამიანის უფლებებზე წარმოდგენა არ გაქვთ! თქვენ ხართ მოწადინებული რევოლუციაზე, მაგრამ თქვენ ამას ვერ მიიღებთ! ჩვენ ამას არ ვკადრულობთ, რომ სტუდენტების მეშვეობით მოგიწყოთ აქციები და ვინმეს მივაყენოთ ამით შეურაცხყოფა. თავი დაანებეთ სოციალურ ქსელში აქტივობას, რომ ვიღაცას მორალური უფლება არ აქვს ლექციაზე შესვლის. შალვა პაპუაშვილსაც აქვს ლექციაზე შესვლის მორალური და სამართლებრივი უფლება, მეც და სხვებსაც! თქვენ არ გაქვთ! მაგრამ არ ვიკადრებთ, რომ თქვენ სტუდენტების სახელით გელაპარაკოთ. ეს არის ამორალურობა!“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

დღეს, ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს შესთავაზა ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი ეთიკის საბჭოს ფორმატში განხილონ.

კომენტარები

2021-07-22
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩემი თხოვნა იქნება, ჟურნალისტური საქმიანობა ისე განახორციელოთ, როგორც მანამდე და თქვენი ქმედებებით, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს

შემდეგი სტატია

ზაზა წერეთელი: კარგი იქნებოდა, რომ შეგვეზღუდა მათი შემოსვლა, გვეთქვა, დიდი ბოდიში, თქვენს ქვეყანაში ვირუსის აფეთქებაა და ვერ შემოგიშვებთო

მსგავსი სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილი: მე მშვი­დო­ბის ადა­მი­ა­ნი ვარ, სტა­ბი­ლუ­რო­ბის და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მჯე­რა

ირაკლი ღარიბაშვილი: მე მშვი­დო­ბის ადა­მი­ა­ნი ვარ, სტა­ბი­ლუ­რო­ბის და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მჯე­რა

ნინო ჩხეიძე 24 მაი 2023
“ძალადობა არ ყოფილა, პრეზიდენტს თანაგრძნობას ვუცხადებთ” – სპორტსმენების ნაწილმა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტა

“ძალადობა არ ყოფილა, პრეზიდენტს თანაგრძნობას ვუცხადებთ” – სპორტსმენების ნაწილმა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტა

23 იან 2019
ეკა ბესელია: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი მოიწვევდა ქალებს მმართველი პარტიიდან – რომ არ მივიდნენ, ეს მათი ცუდი არჩევანია

ეკა ბესელია: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი მოიწვევდა ქალებს მმართველი პარტიიდან – რომ არ მივიდნენ, ეს მათი ცუდი არჩევანია

ნინო ჩხეიძე 09 აპრ 2023

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge