NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ნინო წილოსანი თინა ბოკუჩავაზე – შეიძლება საღებავი შეესხა, საწამლავი დაესხა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხომ გამოგვივლია

ნინო წილოსანი თინა ბოკუჩავაზე – შეიძლება საღებავი შეესხა, საწამლავი დაესხა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხომ გამოგვივლია

22 ივლ 2021 საზოგადოება 606 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შეიძლება საღებავი შეესხა, შეიძლება საწამლავი დაესხა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხომ გამოგვივლია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნინო წილოსანმა 18 ივლისს “ქართული ოცნების” წევრ, შალვა პაპუაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ თინა ბოკუჩავას შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ თითქოს კაცებმა ქალებზე მიზანმიმართულად იძალადეს, არასწორია.

„რა თქმა უნდა, შალვა პაპუაშვილს მისი უშუალო დანიშნულებიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე შეიძლება, ეს არ ევალებოდა, მაგრამ მან თავისი განზრახვით, უბრალოდ, დაიცვა პარლამენტის თავმჯდომარე იმ რისკისგან, რომელიც შეიძლება ყოფილიყო და ეს რისკი იყო. შეიძლება საღებავი შეესხა, შეიძლება საწამლავი დაესხა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხომ გამოგვივლია. მათ შორის მათმა წარმომადგენელმა ქალებმა პარლამენტში დაასხეს საწამლავი და დაწამლეს იქ ხალხი. რატომ იყო არალოგიკური, რომ რაღაც სასწაული გაეკეთებინა, ვერ ვხვდები.

ეს ხომ არ იყო, მშვიდ დაწყნარებულ გარემოში, რომ ადამიანი მიდის მეორე ადამიანთან. ეს მოცემულობა არ იყო. იქ იყო დაპირისპირება, მათ შორის დაპირისპირება და აი ამ ფონზე შალვა პაპუაშვილს გაუჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ რაღაც სხვა შეურაცხყოფის ფორმები გამოეყენებინა.

ჩვენ ხომ ვიცით ასეთი ფაქტები, მაგალითად ეკა ბესელიას ფიზიკური შეხება ვანო ზარდიაშვილის მიმართ, მაგალითად საწამლავის დასხმა. ამიტომ, იმ მოცემულობაში ვერაფერს ვერ გამორიცხავდი და ერთადერთი რის თქმასაც ვცდილობ, რაც სურთ, რომ აქედან გამოიყვანონ, თითქოს კაცებმა ქალებზე მიზანმიმართულად იძალადეს, ეს არ იყო, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანის განცხადებით, 18 ივლისს ნონა მამულაშვილმა პოლიტიკური აქტი უხამსი ფორმებით გამოხატა.

„ნონა მამულაშვილისგანაც იყო გარკვეული, ჩემთვის უხამსი ფორმებით გამოხატული პოლიტიკური აქტი და ირაკლი ზარქუამაც ასევე პოლიტიკური ქმედება გააკეთა. რა თქმა უნდა, არ მომწონს, მე ისიც არ მომწონს კაცები რომ უბათქუნებენ ერთმანეთს და არც ის არ მომწონს რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება. პარლამენტი, რომელიც სახე უნდა ვიყოთ ყველაზე უარეს მაგალითს ვაძლევთ საზოგადოებას, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მხრიდან ინსპირირებული და დაწყებული და ამას ძალიან კარგად ხედავს ობიექტურად მოტივირებული ადამიანი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

TOP თინა ბოკუჩავა ნინო წილოსანი 2021-07-22
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თინა ბოკუჩავა ნინო წილოსანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფრანგი მომღერალი მირეი მატიე 75 წლის გახდა

შემდეგი სტატია

ვახტანგ გომელაური: გავერკვევით აუცილებლად

მსგავსი სტატიები

“მე რუსეთის…იგი ვარ” – ქალი, რომელმაც ოზურგეთში ალტ-ინფოს საკუთარი სახლი ოფისისთვის დაუთმო (ვიდეო)

“მე რუსეთის…იგი ვარ” – ქალი, რომელმაც ოზურგეთში ალტ-ინფოს საკუთარი სახლი ოფისისთვის დაუთმო (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 12 აპრ 2022
„თუ მიყურებდი მაშინ, როცა გითხარი, რომ შენნაირი შვილი არ გამიხარდებოდა, ბოდიშს გიხდი“

„თუ მიყურებდი მაშინ, როცა გითხარი, რომ შენნაირი შვილი არ გამიხარდებოდა, ბოდიშს გიხდი“

02 ნოე 2017
გელათის მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები (ფოტოები)

გელათის მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები (ფოტოები)

10 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge