NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»ზაზა წერეთელი: კარგი იქნებოდა, რომ შეგვეზღუდა მათი შემოსვლა, გვეთქვა, დიდი ბოდიში, თქვენს ქვეყანაში ვირუსის აფეთქებაა და ვერ შემოგიშვებთო

ზაზა წერეთელი: კარგი იქნებოდა, რომ შეგვეზღუდა მათი შემოსვლა, გვეთქვა, დიდი ბოდიში, თქვენს ქვეყანაში ვირუსის აფეთქებაა და ვერ შემოგიშვებთო

22 ივლ 2021 ჯანმრთელობა 823 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფების წევრის, მედიცინის დოქტორის, ზაზა წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტურისტები იმ ქვეყნებიდან არ უნდა შემოეშვა, სადაც  “დელტა შტამის” აფეთქებაა.

ამის შესახებ წერეთელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვხვდები, საქართველომ შეზღუდვები იმის გამო მოხსნა, რომ ტურისტული სეზონია და ტურისტები უნდა შემოსულიყვნენ. მაგრამ აქაც ისე შეიძლება მოქცევა, როგორც სხვა ქვეყნები მოიქცნენ. პირველ ყოვლისა, ტურისტები არ უნდა შემოეშვათ იმ ქვეყნებიდან, სადაც ვიცით, რომ ,”დელტა შტამის” აფეთქებაა. მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ რუსეთში “დელტა შტამის”  აფეთქებაა და ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა, რომ შეგვეზღუდა მათი შემოსვლა, გვეთქვა, დიდი ბოდიში, თქვენს ქვეყანაში ვირუსის აფეთქებაა და ვერ შემოგიშვებთო.

მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ შემთხვევების რაოდენობა რადგანაც ასე იმატებს, ეს ძალიან დიდი საშიშროებაა. მეორეც: სახელმწიფომ უნდა ახსნას, რომ პრობლემა არის არა მარტო ვირუსის შეხვედრა, ასევე, ძალიან დიდი პრობლემა პოსტკოვიდური სიმპტომებია. უკვე დაადგინეს, რომ ვინც ვირუსი გადაიტანა, მათ 70 % – ზე მეტს 6 თვე და მეტი რაღაც სიმპტომები რჩება, რომელიც მის შრომისუნარიანობას აქვეითებს. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, პრობლემა იყოს არა მარტო ის, რომ დაავადებული ხალხი გვყავს, ჩვენთვის პრობლემა შეიძლება, იყოს ისიც, რომ შრომისუნარიანი ხალხის რაოდენობა შემცირდება“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

კომენტარები

დელტა შტამი ზაზა წერეთელი 2021-07-22
ნინო ჩხეიძე
Tags დელტა შტამი ზაზა წერეთელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში

შემდეგი სტატია

კახა კალაძე – სლოგანის წარდგენა (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

პაატა იმნაძე: არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, თუ „ასტრაზენეკა“. ორივე ერთნაირი, მაღალი ხარისხის ვაქცინაა

პაატა იმნაძე: არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, თუ „ასტრაზენეკა“. ორივე ერთნაირი, მაღალი ხარისხის ვაქცინაა

ნინო ჩხეიძე 15 მარ 2021
ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა

ნინო ჩხეიძე 11 ოქტ 2021
როგორ შევუწყოთ ხელი სიმაღლეში ზრდას

როგორ შევუწყოთ ხელი სიმაღლეში ზრდას

ანო 29 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

    პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge