NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნათია მეზვრიშვილი: …უკონკურენტო არავინაა

ნათია მეზვრიშვილი: …უკონკურენტო არავინაა

21 ივლ 2021 პოლიტიკა 505 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფაქტია, რომ კალაძე საკმაოდ რეიტინგული კანდიდატია და მარტივი არ იქნება, მათ შორის ოპოზიციისთვის, კონკურენციის გაწევა, მაგრამ უკონკურენტო არავინაა. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში, საკმაოდ ღირსეული კანდიდატები და საკმაოდ ღირსეული კონკურენციას გავუწევთ, მათ შორის კახი კალაძესაც და ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილ სხვა კანდიდატებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს.

როგორც მან აღნიშნა, მათ პარტიას აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვებიან.

„ჩვენ თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოპოზიციურ პარტიებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვეყოლება თბილისსა და რეგიონებში ჩვენი კანდიდატები. ჩვენ უსაგნო დისკუსიებში დასაკარგი დრო არ გვაქვს, ამიტომ, გავედით უკვე რეგიონებში, სანამ ზოგიერთი პარტია მოლაპარაკებებით და დისკუსიებით არის დაკავებული, ჩვენ უკვე მოქმედებაზე ვართ გადასული და ამან კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს.

განვლილ პერიოდს თუ გადავხედავთ, შეთანხმებების მიღწევა, შემდგომ უკვე, ბოლოსკენ, როცა მიდის საქმე, როგორ რთულდება ხოლმე, ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს. თავიდანვე, ჩვენ ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია, არც ვთვლით, რომ ჩვენ პარტიას სჭირდება ვინმესთან ალიანსი, მითუმეტეს „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ რომელსაც არც და ვერც განვიხილავთ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, რომელსაც ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით. კარგი გაგებით, გახარიას პარტიის შემოსვლა პოლიტიკურ ველზე, მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ არა, მათ შორის სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც სერიოზული თავის ტკივილი გახდა, რაც ბუნებრივია, საკმაოდ სერიოზული ფიგურაა, რასაც ბოლო პერიოდის კვლევები ადასტურებს. ბუნებრივია, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული შიშები არსებობს.

იმდენად მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება წინ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედი, რომელიც დემოკრატიული გზით, პირდაპირ გზა არის ხელისუფლების შეცვლისა“, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ჩვენ ვითხოვდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას იმ მოვლენებზე, რაც მოხდა. ჩვენ არ ვთვლით, რომ უნდობლობის გამოცხადება ამ ეტაპზე რაიმე შედეგს გამოიწვევს. ვთვლით, რომ უფრო გონივრული იქნებოდა ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობას ახალისებდნენ და არაფერი გააკეთეს ძალადობის აღსაკვეთად, რეალურად დაუცველობის განცდა გააჩინეს ქვეყანაში, პარლამენტში უნდა მიბრძანებულიყვნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგებნლები, პრემიერ-მინისტრი, დღესაც ვითხოვთ ამას და გაეცათ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი. ამის ნაცვლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიდან აარიდა ეს პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კახა კალაძე ნათია მეზვრიშვილი 2021-07-21
ნინო ჩხეიძე
Tags კახა კალაძე ნათია მეზვრიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ექიმები და მეცნიერთა ჯგუფი, COVID19-ის პანდემიისა და მასთან ბრძოლის გზებზე საგანგებო მიმართვას ავრცელებენ

მსგავსი სტატიები

იმედი მაქვს, ყველა შეიკავებს თავს ბინძური თავდასხმებისგან

იმედი მაქვს, ყველა შეიკავებს თავს ბინძური თავდასხმებისგან

ირაკლი შალიკაშვილი 08 დეკ 2020
ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

12 აპრ 2018
საკრებულოს დღევადელ სხდომაზე დეპუტატებს უხუცესმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ მიმართა

საკრებულოს დღევადელ სხდომაზე დეპუტატებს უხუცესმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ მიმართა

14 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge