NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები, იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც ხდება

მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები, იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც ხდება

21 ივლ 2021 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 646 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატების მოსმენაზე საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა სენატორმა ჯიმ რიშმა. რიშის განცხადებით მის პოზიციას იზიარებს სენატორი შაჰინიც.

“სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს – ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ასევე რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს. ვიცი, რომ სენატორი შაჰინი იზიარებს ჩემს შეშფოთებას, ჩვენ არაერთი დისკუსია გვქონდა ამის შესახებ. იმედი მაქვს, იმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მე და ამ კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში ვიმყოფებოდით, როდესაც არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებლები ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ყოველთვის ჩამოდიან ვაშინგტონში, სხვადასხვა პარტია და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენ ჩაგვრთოს და მხარე დავიჭიროთ მათ პოილიტიკურ მანევრებში, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ ისინი ვერ აღწევენ დიდ პროგრესს,” – განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.

საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხების გარდა მოსმენაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსული აგრესიის შეკავებაც.

კომენტარები

2021-07-21
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

2415 ახალი შემთხვევა, 26 გარდაცვლილი – კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

შემდეგი სტატია

გალტ &თაგარტმა საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორზე კვლევა გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

ბახტაძე: 6 წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს

ბახტაძე: 6 წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018
აფხაზური ამბები  – ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება ქართველების ოჯახებს ადეპორტებს

აფხაზური ამბები – ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება ქართველების ოჯახებს ადეპორტებს

ნინო ჩხეიძე 18 ივლ 2021
ქაბულში აფეთქებას 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქაბულში აფეთქებას 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

27 იან 2018

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge