NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»” არ გამოვა ასე, ბატონო კახა, უნდა აირჩიოთ, ან ხართ ღარიბაშვილისეული შავრაზმელი ან მილანელი, ურბანული ტიპის პერსონაჟი”

” არ გამოვა ასე, ბატონო კახა, უნდა აირჩიოთ, ან ხართ ღარიბაშვილისეული შავრაზმელი ან მილანელი, ურბანული ტიპის პერსონაჟი”

21 ივლ 2021 პოლიტიკა 445 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ასე არ გამოვა, ბატონო კახა, თქვენ უნდა აირჩიოთ – ან ხართ ღარიბაშვილისეული შავრაზმელი, რომელიც დგას დუგინის მიერ მოწონებულ, პრორუსულ, რადიკალ მოძალადე ჯგუფებზე, ან თქვენ ხართ მილანელი, ურბანული ტიპის პერსონაჟი, რომელიც ცდილობს, რომ ვაკე, ვერა და ა.შ. ასეთ სამეზობლოებში, რაღაც ხმები აიღოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასება არასერიოზულია.

„რაც შეეხება კახა კალაძის უკიდურესად ფარისევლურ, არაგულწრფელ და არასერიოზულ განცხადებას, ეს რომ ყოფილიყო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც გულისწყრომას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ნახა ძალადობა, მაშინ შეიძლება, ვიღაცას მართლაც, მისი გულწრფელობა დაეჯერებინა, მაგრამ უკაცრავად, ის არის მაღალი თანამდებობის პირი, არჩეული თბილისის მერი, მმართველი გუნდის გავლენიანი წევრი. როდესაც მოწოდებას ვაკეთებთ, რომ ეს პირები უნდა დააკავონ, იმიტომ რომ, ვიდეომტკიცებულებები არსებობს, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მათ ძალადობრივი მოწოდებები, რომლებმაც არა თუ ადამიანები დააზიანეს, ადამიანი მოკლა. კახა კალაძე რას მიკეთებს, თუ მწყაზარი სახით დადგება და გამოხატავს გულისწყრომას, ამით ჰგონია, რომ ერთი მხრივ, შეინარჩუნებს შავრაზმელებს და ამ შავრაზმულ ძალებზე დადგება არჩევნების დროს, მეორე მხრივ, რაღაც „ქუულ“ კალაძის მილანურ იმიჯს მაინც დაიტოვებს? – არ გამოვა ასე, ბატონო კახა. თქვენ უნდა აირჩიოთ, ან ხართ ღარიბაშვილისეული შავრაზმელი, რომელიც დგას დუგინის მიერ მოწონებულ, პრორუსულ, რადიკალ მოძალადე ჯგუფებზე, ან თქვენ ხართ მილანელი, ურბანული ტიპის პერსონაჟი, რომელიც ცდილობს, რომ ვაკე, ვერა და ა.შ, ასეთ სამეზობლოებში, რაღაც ხმები აიღოს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მიმართა და 5 ივლისს, დედაქალაქში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა ის ადამიანი, ვინც მედიის წარმომადგენლებზე ძალადობდა, ქვეყნის განვითარებას და მომავალს აზიანებდა.

„ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ხვალინდელ დღეს – ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

TOP თინა ბოკუჩავა კახა კალაძე 2021-07-21
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თინა ბოკუჩავა კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მთავრობის კანცელარია ახლა

შემდეგი სტატია

“კახა კალაძე, მერი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ამ არჩევნებზე თბილისის მერად ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო არის ფავორიტი, თუ …”

მსგავსი სტატიები

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

05 ნოე 2018
სანამ ექსპერტიზა არ დაადგენს დოკუმენტი ყალბია თუ არა, სასაცილოა ასეთი განცხადება,“ – ოქრუაშვილი ხლვაშის მიერ, პროკურატურაში განცხადების შეტანას აფასებს

სანამ ექსპერტიზა არ დაადგენს დოკუმენტი ყალბია თუ არა, სასაცილოა ასეთი განცხადება,“ – ოქრუაშვილი ხლვაშის მიერ, პროკურატურაში განცხადების შეტანას აფასებს

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივლ 2019
„არქიტექტურის სამსახურში გარკვეული ცვლილებები იქნება“

„არქიტექტურის სამსახურში გარკვეული ცვლილებები იქნება“

09 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge