NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»თუ იქნა სწრაფი და ინტენსიური მატება, საწოლფონდის კუთხით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას

თუ იქნა სწრაფი და ინტენსიური მატება, საწოლფონდის კუთხით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას

20 ივლ 2021 ჯანმრთელობა 898 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისსა და რეგიონების მასშტაბით ამ ეტაპზე 5 745 საწოლია მობილიზებული, რაც ამ ეტაპზე მისივე თქმით, სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დატვირთვას გაუძლოს.

თამარ გაბუნია ასევე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების შემდგომი მატება სწრაფი, ინტენსიური ტემპით გაგრძელდება, ბუნებრივია საწოლფონდის კუთხით შესაძლოა პრობლემა შეიქმნას.

“ამ დროისთვის მობილიზებულია 5 745 საწოლი თბილისსა და ყველა სხვა რეგიონში. მეტი დატვირთვა ბუნებრივია შემთხვევების მაღალი რაოდენობის გამო არის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში – ქუთაისი, ბათუმი.

რა თქმა უნდა, შემთხვევების მაღალი მატება გვაქვს, რაც არ არის გასაკვირი იმ მაღალი მობილობიდან გამომდინარე, რომელიც ამ პერიოდში შეინიშნება. ჰოსპიტალურ სექტორს მობილიზებული სტატუსი არ შეუწყვეტია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

მინდა შეგახსენოთ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, როდესაც ჩვენ გვქონდა აქტიური შემთხვევა 33 000, დაახლოებით მობილიზებული იყო 7 500 საწოლი.

დღევანდელი ამ მდგომარეობით, როდესაც ჩვენ გვაქვს 2 000-მდე შემთხვევა, 18 000 აქტიური შემთხვევაა მიმდინარე პერიოდში და მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დატვირთვას გაუძლოს, თუმცა რა თქმა უნდა საყურადღებოა შემდგომი მატება და თუ ეს იქნა სწრაფი და ინტენსიური მატება, ბუნებრივია საწოლფონდის კუთხით პრობლემები შესაძლებელია შეიქმნას.

ასევე მინდა დავაფიქსირო ის გარემოებაც, რომ გასულ პერიოდში ჩვენ აქტიურად ვიყენებდით სასტუმროების საწოლფონდს. მიმდინარე პერიოდში ტურიზმის განვითარებიდან გამომდინარე სასტუმროების საწოლფონდი ნაწილობრივ არის მობილიზებული ამ ეტაპზე და ახლა აქტიურად მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საწოლფონდი მობილიზდეს,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

TOP თამარ გაბუნია 2021-07-20
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP თამარ გაბუნია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აუდიო-მუსიკალური საღამო, “თბილისური ეზო: ვაჟა ფშაველა“ გაიმართა

შემდეგი სტატია

ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში

მსგავსი სტატიები

მაგნიუმის სასარგებლო თვისებები

მაგნიუმის სასარგებლო თვისებები

ანო 04 ოქტ 2022
მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

ნინო ჩხეიძე 15 იან 2021
“ძალიან სერიოზული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში, რაც განპირობებულია ახალი შემთხვევის ძალიან დრამატული ზრდით”

“ძალიან სერიოზული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში, რაც განპირობებულია ახალი შემთხვევის ძალიან დრამატული ზრდით”

ნინო ჩხეიძე 10 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge