NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი კაპიტალის დახმარებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, 157 500 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

თიბისი კაპიტალის დახმარებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, 157 500 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

19 ივლ 2021 ბიზნესი 237 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 18 თვეა. ემისია სრულად თიბისი ბანკმა შეიძინა.

ეს თიბისი ბანკისთვის 100 მილიონ აშშ დოლარიანი არაუზრუნველყოფილი დაფინანსების მეორე ტრანშს წარმოადგენდა და ხელმისაწვდომი იყო როგორც აშშ დოლარში, ასევე ლარში. აღნიშნული პროექტი EBRD-ის მხარდაჭერის ნაწილია, საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. მიღებული თანხა მოხმარდება მსესხებლების, ძირითადად კი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას, მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად. პროექტი თიბისის ხელს შეუწყობს გააგრძელოს როგორც რეგიონული, ასევე ურბანული ბიზნესების დაფინანსება.

აღნიშნული ტრანზაქციით EBRD აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას და ასევე, ხელს უწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან – EBRD-თან, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. პანდემიის პირობებში, მულტივალუტაში დაფინანსების გაცემა, დაფინანსების უზრუნველყოფის გარეშე, ჩვენ შორის არსებული ნდობის დასტურია. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე და ჩვენს კლიენტებს გაცვლითი კურსის რისკებით გამოწვეული პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს. მინდა მადლობა ვუთხრა თიბისი კაპიტალის გუნდს ობლიგაციების წარმატებით გამოსაშვებად გაწეული სამუშაოსთვის“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„EBRD კვლავაც რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მხარდამჭერად COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში და აღნიშნული დაფინანსებაც იმ ინიციატივებიდან ერთ-ერთია, რომლებითაც ქვეყანას რთული ვითარების დაძლევაში ვეხმარებით.  თიბისი ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და ის EBRD-ის სახსრებით წარმატებით უჭერს მხარს იმ კომპანიებს, რომლებიც სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, უპრეცედენტო ვითარებაში იმყოფებიან. ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ადგილობრივ ვალუტაში აღმოჩენა, ადგილობრივი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.

EBRD-ის საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, ფინანსური, კორპორატიული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკის სექტორების 263 პროექტში, 4.2 მილიარდ ევროზე მეტია. აღნიშნული ინვესტიციის 87% კერძო სექტორზე მოდის.

კომენტარები

TOP 2021-07-19
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია – ამაზე მექნება შარლ მიშელთან მსჯელობა

შემდეგი სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: …ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირისა და აშშ-ს გადაგდებისთვის

მსგავსი სტატიები

ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში

ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში

თამუნა 05 მაი 2021
საქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა შექმნა

საქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა შექმნა

თამუნა 17 დეკ 2021
Startup Drive-ის აქსელერაციის ეტაპის მონაწილეები გამოვლინდნენ

Startup Drive-ის აქსელერაციის ეტაპის მონაწილეები გამოვლინდნენ

ირაკლი შალიკაშვილი 30 მარ 2022

უახლესი ამბები

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

  • ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

    ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

  • იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

    იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

  • იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

    იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge