NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი გამართა

საქართველოს ბანკმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი გამართა

16 ივლ 2021 ბიზნესი 184 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

16 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკთან ერთად საქართველოს სტრატეგიული
კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით სამოქალაქო
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის პრო ბონო ვებინარი: სოციალური მედიის
მართვა ჩატარდა.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის
თანამშრომელმა სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის ვებინარი პრო ბონოდ ჩაატარეს.
ვებინარი ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: კამპანიების დაგეგმვა სოციალურ მედიაში
და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვა, კამპანიების შედეგების ანალიზი,
კონტენტის ფორმატები და ა.შ.
პრო ბონო ვებინარის ბენეფიციარი ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან,
რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ეს ორგანიზაციებია: კონსულტაციისა და
ტრენინგის ცენტრი CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი – EDEC,
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრი, სოციალური საწარმოების ალიანსი, ასოციაცია "ანიკა", სოციალურ
მუშაკთა გაერთიანება, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი.
ვებინარი პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“-ს ფარგლებში გაიმართა,
რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც
დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი
საქართველოს მასშტაბით.
ინფორმაციისთვის, "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში
მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ
გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული
რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. "საქართველოს პრო ბონო ქსელი"
ოფიციალურად 2015 წლის ოქტომბერში დაარსდა "საქართველოს სტრატეგიული
კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით. საქართველოს ბანკი 2016 წლიდან არის საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი და აქტიურად ერთვება პრო ბონო
მარათონებსა და ვებინარებში.

კომენტარები

2021-07-16
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

განცხადებები, რომელიც აშშ-ის მხრიდან კეთდება, მიანიშნებს იმაზე, რომ შეთანხმების დარღვევა არის ფაქტი და მას მოჰყვება შედეგები, შესაძლოა, ეს იყოს სანქციები

შემდეგი სტატია

ისრაელი – 23 ივლისიდან საქართველო ე.წ. წითელი ქვეყნების სიას დაემატება

მსგავსი სტატიები

საქართველო Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას სთავაზობს

საქართველო Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას სთავაზობს

22 თებ 2018
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“  ლიტერატურული ბანაკი დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიტერატურული ბანაკი დაიწყო

თამუნა 24 მარ 2022
ზუმერში ტოპ|ქარდით შოპინგისას ნივთის ღირებულება 6 თვეზე ნაწილდება

ზუმერში ტოპ|ქარდით შოპინგისას ნივთის ღირებულება 6 თვეზე ნაწილდება

თამუნა 01 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge