NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ვასაძე: დაიწყო მასობრივი ჩხრეკები ბინებში, დაკავებები და დაკითხვის კამერებში გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილებისა, რომლებიც გამოესარჩლნენ ჩვენს ტრადიციას

ვასაძე: დაიწყო მასობრივი ჩხრეკები ბინებში, დაკავებები და დაკითხვის კამერებში გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილებისა, რომლებიც გამოესარჩლნენ ჩვენს ტრადიციას

16 ივლ 2021 საზოგადოება 446 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა იყოთ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოთ ვისაც ახლა აწვალებთ უსამართლოდ, – ამის შესახებ პარტია „ერის“ ლიდერი ლევან ვასაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს, რომლითაც 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოკითხვის პროცესს ეხმაურება.

„დღეს დილას დაიწყო მასობრივი ჩხრეკები ბინებში, დაკავებები და დაკითხვის კამერებში გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილებისა, რომლებიც გამოესარჩლნენ ჩვენს ტრადიციას და წინ აღუდგნენ უზნეობის აღლუმს და უზნეობის ზეიმს საქართველოში.

მე არ ვიცი, რა უფრო მიჭირს, ჩემი განსაცდელი, უცხოეთში ყოფნა, გაუთავებელი დიაგნოსტიკა და კვლევა თუ ის, რომ ახლა საქართველოში არ ვარ.

პირველ რიგში მინდა მივმართო მთავრობას და ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რამხელა ზეწოლის და წნეხის ქვეშ ხართ თქვენ იმ ძალებისგან, ვისაც ძალიან უნდა ანტიეროვნული და ანტიტრადიციული დღის წესრიგის დამკვიდრება საქართველოში. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის შედეგი თქვენი უხერხემლო და უიდეოლოგიო პოლიტიკისა ამ 9 წლის განმავლობაში და როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა იყოთ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოთ ვისაც ახლა აწვალებთ უსამართლოდ. გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე იქნებიან ეს, „ალტ-ინფოს“ ბიჭები: კოკა მორგოშია, ზურა მახარაძე, გიორგი ქარდავა, ძმები მარტინენკოები, ლევან ჩაჩუა თუ სხვები.“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე დასავლური ქვეყნების საელჩოებს ქვეყნის საქმეებში რადიკალურ ჩარევაში ადანაშაულებს და მათ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.

„ეს პოლიტიკა საქართველოში ვერანაირ ნაყოფს ვერ გამოიღებს და მხოლოდ დააზიანებს დასავლეთის იმიჯს ჩვენს ქვეყანაში. მე მოვუწოდებ დასავლურ საელჩოებს, ევროპული ქვეყნების საელჩოებს, აშშ-ს საელჩოს და მთელ ამ კონგლომერატს, დაფიქრდნენ კურსის რადიკალურ ცვლილებაზე საქართველოში. დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე და ტრადიციებზე ძალადობას. დაძალებას იმისა, რასაც ჩვენ არასდროს არ მივიღებთ და გადავიდნენ კონსტრუქციულ ჭრილში. მიიღონ ჩვენი საზოგადოება ისეთი, როგორიც არის და ეცადონ ცივილიზებული, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

ალტ-ინფო ლევან ვასაძე 2021-07-16
ნინო ჩხეიძე
Tags ალტ-ინფო ლევან ვასაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ისრაელი – 23 ივლისიდან საქართველო ე.წ. წითელი ქვეყნების სიას დაემატება

შემდეგი სტატია

ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქტივისტებმა აქცია გამართეს

მსგავსი სტატიები

„მთელი ცხოვრება დამნაშავე ვიქნებით ,,მარიტას” წინაშე“

12 ოქტ 2017
დავით მაღრაძე: … კიდევ ბევრჯერ მინდა გავიმეორო – ერთ წუთში შეიძლება ერეკლე მეფის დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ

დავით მაღრაძე: … კიდევ ბევრჯერ მინდა გავიმეორო – ერთ წუთში შეიძლება ერეკლე მეფის დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ

ნინო ჩხეიძე 15 სექ 2021
მეუფე იოანე: მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს

მეუფე იოანე: მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს

ნინო ჩხეიძე 19 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge