NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ადვოკატი: კითხვები ჩნდება, როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში

ადვოკატი: კითხვები ჩნდება, როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში

14 ივლ 2021 სამართალი 559 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტომ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტვ „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატმა ბექა თაკალანძემ განუცხადა.

ადვოკატისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა იმის ფონზე, როცა საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებული არ არის. თაკალანძის თქმით, კონკრეტული მონაცემების გავრცელება ადამიანის დისკრედიტაციის ხარჯზე მაღალი საჯარო ინტერესით არ უნდა მართლდებოდეს.

„შსს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მიუთითებს, თუმცა, ჩემთვის უცნობია, სისხლის სამართლის საქმეში რა ფორმით იქნა მოპოვებული და დამაგრებული. თუ საშუალება მექნება საქმის მასალების გაცნობის და გამოთხოვის, უფრო დეტალურად შევაფასებ არსებულ ვითარებას, ასე ზედაპირულად ვერ შევაფასებ, გამოვა, რომ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ვსაუბრობ.

კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტომ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში? ამ მოცემულობით, ეს წარმოუდგენელია, თუმცა, ჩემთვის საინტერესოა, საქმეში რა მტკიცებულებები არის და იმედია, მასალებზე წვდომის უფლება მომეცემა.

გავრცელებულ ვიდეოებზე შსს ამბობს, რომ სხვადასხვა კერძო დაწესებულებებიდან ამოღებული ვიდეოებია და მოწმეთა ჩვენებებით მოხდა მარშრუტის აგება, თუმცა, ეს საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, საქმეში რა არის, დეტალურად არ ვიცი.

გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ვიდეოების ამ ფორმით გავრცელება, როცა ჯერ კიდევ ამ საკითხებზე ექსპერტიზები მიღებული არ არის. საქმეში შუალედური დასკვნები არ არსებობს, ვერ წარმოვიდგენ, რა ფორმით შეიძლება იყოს ახლა შუალედური დასკვნა საქმეში. ვთქვათ, პირველი დაკვირვებით, ნარკოტიკული ნივთიერებები იყო ორგანიზმში, რას ნიშნავს ეს, რომ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი? ეს ხომ კომპლექსურად უნდა გახდეს შეფასების საგანი? ასე ზედაპირულად, ცალმხრივად რაღაც საკითხები არ უნდა იყოს შეფასებული, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, შედეგებს უნდა დაველოდოთ და ასე ცალმხრივად ინფორმაციები არ უნდა ვრცელდებოდეს. გამოძიების მონაცემების გახმაურებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მაღალი საჯარო ინტერესით ამართლებენ. ვფიქრობ, კონკრეტული მონაცემების გავრცელება ადამიანის დისკრედიტაციის ხარჯზე მაღალი საჯარო ინტერესით არ უნდა მართლდებოდეს. პირველ დღესაც და მერეც ვიდეოები გაავრცელეს, რა უნდა იფიქრო, თუ არა ის, რომ მათ სურდათ საზოგადოების აზრის წინასწარ ფორმირება და ადამიანის დისკრედიტაცია. გაუგებარია, თავიდანვე ზედოზირების ვერსიას რატომ განიხილავდნენ, პრაქტიკულად ცდილობენ, რაღაც ფორმით 5 ივლისთან დაკავშირებული დაზიანებების კვალის საბოლოოდ გაწყვეტას?“ – აცხადებს თაკალანძე.

კითხვზე, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ლექსო ლაშქარავას უთვალთვალებდნენ, ადვოკატი აცხადებს, რომ „ვერაფერს გამორიცხავს“.

„ასე ზედაპირულად ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვი ამ საკითხებთან დაკავშირებით, თვალთვალს თავისი საფუძველი აქვს, თუ უკანონოდ, შესაბამისი დადგენილების და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ხდება, ეს დნაშაულია“, – აცხადებს თაკალანძე.

ის ასევე გამოეხმაურა გარდაცვლილის სახლიდან ცხედრის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას და იმ ფორმას, როგორც ეს განხორციელდა.

„ექსპერტიზის ჩატარებას სისხლის სამართლის კოდექსით, საპროცესო ნორმით გათვალისწინებული წესი აქვს, რა ფორმითაც ის შეიძლება განხორციელდეს, ჩემთვისაც საეჭვოა, ასე მალე რატომ მოხდა ცხედრის გადასვენება, როცა ოჯახის წვერებმა უთხრეს, რომ ადვოკატი მოდიოდა და ეს პროცედურა მაინც უცებ, ისე, მოხდა, ადვოკატი ვერ დაესწრო. გამომძიებლის დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა, თუმცა, ცხედრის ასე და ამ ფორმით გადაყვანა აბსოლუტურად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა. ეს ყველაფერი დადგენილების ფორმით უნდა მომხდარიყო, დოკუმენტი უნდა შედგენილიყო და შემდეგ უნდა წაეყვანათ, ჩემთვის უცნობია, რაიმე ფორმით დოკუმენტის არსებობა“, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, საქმეში ჩაერთვებიან თუ არა უცხოელი ექსპერტები, ამასთან დაკავშირებით, ლაშქარავას ოჯახის წევრებთან არ უსაუბრია.

თაკალანძის განმარტებით, ექსპერტიზის ფარგლებში პასუხი უნდა გაეცეს იმას, თუ რამ გამოიწვია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, 5 ივლისს მიყენებულ დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას ჟურნალისტთან ერთად 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია 5 პირი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები

TOP ლექსო ლაშქარავა 2021-07-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლექსო ლაშქარავა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნინო წილოსანი: …არც გლოვა იციან და სიკვდილებს დაეძებენ თავისი მიზნებისთვის

შემდეგი სტატია

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები „კლანისა“ და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ

მსგავსი სტატიები

ისნის მეტროსთან მოქალაქე გარდაიცვალა

ისნის მეტროსთან მოქალაქე გარდაიცვალა

16 აგვ 2017
სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

ნინო ჩხეიძე 06 ივლ 2022

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებით სასამართლოში პროცესი იწყება

03 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

    მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

  • ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

    ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

  • სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

    სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

  • ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

    ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

  • რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

    რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

  • ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

    ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

  • ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

    ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

  • tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

    tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

  • მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!”  – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

    “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!” – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge