“იმათთვის ვინც ექსპერტიზას ელოდება –
მთავარი კითხვები რომელიც სინამდვილეში უნდა დაისვას შემდეგია:
— რომ არა 5 ივლისის ძალადობა და დაზიანებები, დადგებოდა თუ არა სიკვდილი იმ კონკრეტული მიზეზით როგორც დადგა სიკვდილი.
ეს არის მთავარი კითხვა რაზეც სასამართლო ექსპერტიზამ უნდა გვიპასუხოს.
— თუკი 5 ივლისის მასობრივი ძალადობის გამო, ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკს იყენებდა საავადმყოფო, რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო? 8-ში თუ ნარკოტიკი ჭორდებოდა 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება?
— რატომ გაწერეს იმ დაზიანებების მქონე პაციენტი, რა პირობებით და რა მდგომარეობაში?
კიდევ ერთხელ ყველაზე მთავარი –
დადგებოდა თუ არა სიკვდილი რომ არა 5 ივლისის ძალადობა?
ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ნულია ყველა ექსპერტიზის ფასი და მხოლოდ გარდაცლილის დისკრედიტაციას ემსახურება,” – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
კომენტარები