NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ღარიბაშვილო, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ!

ირაკლი ღარიბაშვილო, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ!

12 ივლ 2021 პოლიტიკა 585 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილო, პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ, – ასე მიმარათა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც პარლამენთან ცოტა ხნის წინ მივიდა, პრემიერ-მინისტრს.

ჟურნალისტი კოლეგებთან ერთად პარლამენტში შესვლას ითხოვს.

ინგა გრიგოლიას თქმით, პრემიერ-მინისტრი მოძალადეა .

„ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენც ხომ სააკაშვილს დაგვაკავშირა. მოდი, ირაკლი ღარიბაშვილო, პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ. დამიჭირე, მე კი დავუმტკიცებ მთელს ქვეყანას და ყველას, რომ შენ ხარ მოძალადე და რომ თქვენს ძალადობას შეეწირა ჩვენი კოლეგა. მოვედით, აქ ვდგავართ და დაგვიჭირე.

აქ ვდგავარ მე, მე შევპირდი ლექსოს, სანამ გარდაიცვლებოდა 2 დღით ადრე, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან -თქო. ახლა ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლო მისი უფლებებისთვის. ხოდა, აქ ვდგავარ „ტრი ტრი“, მეცხრედ გეუბნები, დამინახავ! ბევრჯერ დაინახავ ტელეკომპანია პირველის ან სხვა თავისუფალი მედიის სახეს, შე, მოძალადე პრემიერო!

რატომ მოგვიწყეს სპეცოპერაცია მედიას, მაინტერესებს, გაგვცენ პასუხები. მიცვალებულს რომ ყველანაირ სიბინძურეს უგორებენ, ცდილობენ მის შეურაცხყოფას, სამარცხვინოები და ვის გაუბედა მუქარა მასხარა პრემიერმა, კომიკურმა პრემიერმა. დღეს ვის გაუბედა ? მედიას დაემუქრა ? “- განაცხადა გრიგოლიამ.

მან მედიის წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა, ჰქონდეთ პროტესტის განცდა იმის გამო, რომ პრემიერმა ისინი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა.

„იცით რა მაინტერესებს, პროტესტი არ გაგიჩნდათ მართლა, მედია, თქვენ, ოპერატორებმა, ვინც ლექსოს სოლიდარობის ნიშნად ახვედით და იქ კამერები დადეთ, არ გაგიჩნდათ პროტესტი პრემიერმა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში რომ დაგადანაშაულათ? გაგიჩნდეთ პრეტესტი, მედიაზე მეტი ძალა, ამ ქვეყანაში არავის აქვს! თქვენ თუ იქნებით ერთიანები, ოპერატორები, ჟურნალიტები, მაშინ ვეღარ გაგიბედავთ ხელისუფლება!“- განაცხადა გრიგოლიამ.

კომენტარები

2021-07-12
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჟურნალისტებს გთხოვთ, ნუ მაშინებთ ევროკავშირის ელჩით!

შემდეგი სტატია

ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ მათ ქვეყნის ხელმძღვანელად

მსგავსი სტატიები

არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც ე.წ. 40%-იან ჩამკეტს ეხება

არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც ე.წ. 40%-იან ჩამკეტს ეხება

ირაკლი შალიკაშვილი 12 მარ 2020
იაგო ხვიჩია: ჩემი ხელმოწერა რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე არ იქნება

იაგო ხვიჩია: ჩემი ხელმოწერა რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე არ იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 13 ივლ 2022
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩვენი უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩვენი უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა

25 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge