„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება, აიკრძალება თამბაქოს კოლოფზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.
ცვლილებების მიხედვით, კანონის ამოქმედების დროიდან, საქართველოში ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი.
კანონში აღნიშნულია, რომ თამბაქოს შეფუთვის ახალი სტანდარტების დამკვიდრების მიზანია
თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;
სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა;
თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.
აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.
თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე ნებისმიერი წარწერა შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა.
ამასთანავე, აკრძალულია ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის დატანა.
კანონში 2022 წლის ბოლოდან ასამოქმედებელი მუხლები იხილეთ ბმულზე.
კომენტარები