NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

09 ივლ 2021 სამართალი 835 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტსა და კიდევ ორი მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო.

პროკურატურა ხუთივე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებული თორნიკე გაბლიანის და მუხრან დადვანის ადვოკატის გელა ჩივაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს აღიარებენ და მათი 3000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. ცოტნე ჩიხლაძის ადვოკატმა თამარ თოფურიშვილმა 2000 – ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, ბაქარ მაისურაძის ადვოკატმა გელა ძაძანიამ და ოთარი გელაშვილის ადვოკატმა ია მეარაყაშვილმა 3000-3000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს მათი გათავისუფლება.

ცნობისთვის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავებმა გუშინ კიდევ 5 პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები – ცოტნე ჩიხლაძე, ბაქარ მაისურაძე, მუხრან დადვანი, თორნიკე გაბლიანი და ოთარ გელაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორს და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ.

კომენტარები

TOP თავდასხმა პატიმრობა ყაჩაღური თავდასხმა 2021-07-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თავდასხმა პატიმრობა ყაჩაღური თავდასხმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გახარია: ახლა, მე შეიძლება ცოტა პირდაპირ ვლაპარაკობ, მაგრამ სიმართლე ეს არის

შემდეგი სტატია

2022 წლის 31 დეკემბრიდან აიკრძალება თამბაქოს კოლოფზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება

მსგავსი სტატიები

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15 იან 2018
ე.წ. სტამბოლის ბაზრის ებრაელი მეწილე: არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი მსხვერპლი მე ვიყო

ე.წ. სტამბოლის ბაზრის ებრაელი მეწილე: არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი მსხვერპლი მე ვიყო

22 იან 2018

შსს-ში 18:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა

28 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge