NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მინდა მადლობა გადავუხადო ოცი ათასზე მეტ სამხედროს, თქვენ მსოფლიოში უსაფრთხოების დაცვით იცავდით ჩვენს სამშობლოს

მინდა მადლობა გადავუხადო ოცი ათასზე მეტ სამხედროს, თქვენ მსოფლიოში უსაფრთხოების დაცვით იცავდით ჩვენს სამშობლოს

09 ივლ 2021 საზოგადოება 226 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სენაკის სამხედრო ბაზაზე, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამხედროებს და აღნიშნა, რომ ისინი დღესაც აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას.

“მე მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ოცი ათასზე მეტ სამხედროს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. თქვენ მსოფლიოში უსაფრთხოების დაცვით იცავდით ჩვენს სამშობლოს. თქვენმა პროფესიონალიზმმა, თავდადებამ და გმირობამ ჩვენი  ქვეყანა კიდევ უფრო დააახლოვა დასავლეთს. ჩვენ მადლიერები ვართ თითოეული თქვენგანის წვლილითა და ღირსეული სამსახურით.

მინდა ქედი მოვიხარო, ჩვენი დაღუპული 32 გმირი სამხედროს წინაშე. მათი ხსოვნა და თავდადება ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი ქვეყნის და ჯარის ისტორიაში.

ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და ჩვენი სამშობლოს სამსახურს. ისინი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდნენ მსოფლიოს უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, –  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას.

“მინდა გითხრათ, რომ საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას და ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობას და საკუთარი წვლილის შეტანას. ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის პარტნიორობისა და  უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობა.

ამ და სხვა ვალდებულებების წარმატებით შესრულების მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, მათი მზადყოფნის დონის ამაღლებას, ჩვენი ჯარის  მომზადების ხარისხს და სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი სამხედროების ღირსეულად დაფასებას.

მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ მისიის დასრულება, გისურვოთ წარმატებები. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

TOP გლობალური უსაფრთხოება ირაკლი ღარიბაშვილი 2021-07-09
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP გლობალური უსაფრთხოება ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ქართულ ოცნებას” ყველგან თავისი კონტროლირებადი ხალხი სჭირდება

შემდეგი სტატია

მამუკა გამყრელიძე: …რელიგია მხოლოდ ერთი ნაწილია ამ კულტურისა

მსგავსი სტატიები

მაჩალიკაშვილების ოჯახი მათი შვილის თურქეთში ტრანსპორტირებას თურქული კლინიკის თვითმფრინავით ითხოვს

09 იან 2018
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

29 ივნ 2018
ხელშეკრულება “გაზპრომთან,” საბანკო რეგულაციები – ოპოზიციას ქობულიასთან მწვავე შეკითხვები აქვს

ხელშეკრულება “გაზპრომთან,” საბანკო რეგულაციები – ოპოზიციას ქობულიასთან მწვავე შეკითხვები აქვს

13 თებ 2019

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge