იმ დროს, როცა მოსაყდრე შიოს ეპარქიაში (სენაკი – ჩხოროწყუ), 5 ივლისს, თბილისში ჩამოყვანილ მარბიელების ერთ ნაწილს 300-300 ლარი გადაუხადეს და ასევე მოიქცნენ სხვა ეპისკოპოსებიც, მეუფე დიმიტრის თბილისში მარბიელები არ გამოუგზავნია.
ფული ძირითადად კუნთმაგარ „ტიპებს“ შეხვდათ და არა – გულწრფელ მრევლს, ანუ იმ ხალხს, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ ვიღაცის საჯდომის საკითხი ეროვნული და ტრადიციული ინტერესის სფეროა, რომ საქართველო ისევ ძველი აღთქმის ეპოქაში ცხოვრობს და ქრისტეს თავისი ჯვარცმით წინა „ეპოქის“ დანაშაული კი არ გამოუსყიდია, არამედ, ზეცაში დასაბრუნებლად სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი და მას ღვთისმსახურების სახით აქ მოადგილეები ჰყავს, რომელსაც კერპი მეთაურობს.
მოკლედ, მრევლი ისევ დაიჩაგრა, ფული ისევ სხვას ერგო. ვინ რამდენი „მოტეხა“ აქციაზე ჩამოსაყვანი ხალხისთვის გამოყოფილი დაფინასებიდან, ამაზე დამფინანსებლებმა იფიქრონ.
მთავარი აქ მეუფე დიმიტრის პოზიციაა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმსახური, ბობოყვათის ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელი, რომელზეც ადგილობრივები აცხადებენ, რომ განსაკუთრებული რადიკალიზმით გამოირჩევა, ამბობს, რომ 5 ივლისს, თბილისში ეპარქიის მღვდლები არ ყოფილან.
ვრცლად მასალა იხილეთ აქ
კომენტარები