თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია იუწყება:
“მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არსტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი ქალბატონი ნანა დიმიტრიადი.
——
ქალბატონმა ნანამ დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს.(საფორტეპიანო).
ამავე წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის კონცერტმაისტერი, პედაგოგი, 1978 წლიდან დოცენტი, 2006 წლიდან პროფესორი, 2010 წლიდან კი ემერიტუსი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საკონცერტმაისტერო დაოსტატების მიმართულებას.
ქალბატონი ნანას ხელმძღვანელობით აღიზარდა პიანისტთა და კონცერტმაისტერთა მრავალი თაობა.
საკუთარი შემოქმედების მანძლზე იგი უკრავდა უდიდეს მუსიკოსებთან ერთად, მათ შორის – ნ. ანდღულაძე, თ. გაბარაშვილი, მ. ამირანაშვილი, მ. იაშვილი, ლ. და ე. ისაკაძეები, ც. ტატიშვილი, ლ. ჭყონია, ნ. ტუღუში, ე. გეწაძე, რ. კაკაბაძე; ასევე საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტთან;
ქალბატონ ნანა დიმიტრიადის საგასტროლო მოღვაწეობა მოიცავდა ყოფილი სსრკ-ს ქალაქებს, გერმანიას, ინგლისს, პოლონეთს, საბერძნეთს, იუგოსლავიას, ისლანდიას, ფინეთს, იტალიას, შვედეთს;
ფართო საზოგადოებისთსვის ძალზედ საყვარელი და დასამახსოვრებელი იყო ქალბატონ ნანა ავალიშვილისა და ნანა დიმიტრიადის საფორტეპიანო დუეტი.
გახლდათ დიდი დირიჟორის ოდისეი დიმიტრიადისა და მომღერალ ნადეჟდა ხარაძის ქალიშვილი.
კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და კოლეგებს.”
კომენტარები