NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»პოლიციამ გუშინ რუსთაველის გამზირზე 100 პირი დააკავა

პოლიციამ გუშინ რუსთაველის გამზირზე 100 პირი დააკავა

07 ივლ 2021 საინტერესო 444 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტზე, 100 პირი დააკავეს. 32 პირი კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

“მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია 2 პირი.
1989 წელს დაბადებული ი. ყ. დაკავებულია “პალიტრა ნიუსის” ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე მუხლებით გრძელდება.
რაც შეეხება ბრალდებულის სახით დაკავებულ მეორე პირს – 1965 წელს დაბადებულმა გ.შ.-მ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინა დააზიანა. გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გამართული ორივე აქციის მიმდინარეობისას გაატარა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ზომა, რათა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გამოეხატათ მოქალაქეებს პროტესტი. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა პოლიციის ავტომანქანები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

კომენტარები

TOP 2021-07-07
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვაკვირდები ძალადობას თბილისში – გადაწყვეტილი მაქვს გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ თემზე ძალადობის უკან

შემდეგი სტატია

ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

მსგავსი სტატიები

Do Long Distance Relationships Job?

ნაგულისხმევად საიტისათვის 28 აპრ 2021
67 გარდაცვლილი და 4 100 დადასტურებული შემთხვევა – კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

67 გარდაცვლილი და 4 100 დადასტურებული შემთხვევა – კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

ირაკლი შალიკაშვილი 03 დეკ 2021
“მოგზაური ბიბლიოთეკის“ ამბავი სოფელ ჭვანადან

“მოგზაური ბიბლიოთეკის“ ამბავი სოფელ ჭვანადან

ირაკლი შალიკაშვილი 03 მაი 2022

უახლესი ამბები

  • “ახლა რუ­სეთ­ში ხელ­ფა­სი აქვს მხო­ლოდ ექი­მებს, პო­ლი­ცი­ას და პე­და­გო­გებს”

    “ახლა რუ­სეთ­ში ხელ­ფა­სი აქვს მხო­ლოდ ექი­მებს, პო­ლი­ცი­ას და პე­და­გო­გებს”

  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

    ირაკლი ღარიბაშვილი: მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge