NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ნათია მეზვრიშვილი: …მერე გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს ძალადობა

ნათია მეზვრიშვილი: …მერე გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს ძალადობა

06 ივლ 2021 საზოგადოება 656 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლების ვალდებულება იყო, რომ კი არ წაეხალისებინათ ძალადობა, არამედ მოეხდინათ ამის პრევენცია – მერე გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს ძალადობა. ძალადობა, რომელიც არ აღკვეთეს, რომლის პრევენციაც ვერ მოახდინეს , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ დაზარალდა.

„ხელისუფლების ვალდებულება იყო, რომ კი არ წაეხალისებინათ ძალადობა, არამედ მოეხდინათ ამის პრევენცია. სამწუხაროდ, ეს ვერ გააკეთეს. ახლა სამაგალითოდ და მოჩვენებით ვინმეს დასჯიან ან არ დასჯიან და სამწუხაროდ, ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ დაზარალდება.

მერე ცინიკური იყო ხელისუფლების მხრიდან ის განცხადებები, რაც გაკეთდა , გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს ძალადობა, ძალადობა, რომელიც არ აღკვეთეს, რომლის პრევენციაც ვერ მოახდინეს და მერე მარტივია გამოსვლა და ძალადობის დაგმობა, იმიტომ რომ მიხვდნენ ჩიხში შევიდნენ. ისე განვითარდა მოვლენები არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული იყო“ , – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ ხელისუფლებამ რისკების მართვა ვერ შეძლო და სახელმწიფოს წარმომადგენლები „გაჩერებულები იყვნენ“.

„სამწუხაროდ, გუშინ სახელმწიფომ ვერ შეძლო და არ შეძლო რისკების მართვა, რაც იყო უმნიშვნელოვანესი ამ პროცესში. ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა წრეებში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, რაც არის ბუნებრივი პროცესი. ვიღაცისთვის რაღაცა არის მოსაწონი, ვიღაცისთვის არ არის. ეს დემოკრატიის ნაწილია და ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ კონსტიტუცია იმისთვის გვაქვს და იქ იმისთვის წერია გამოხატვის თავისუფლება, კონსტიტუცია ამ ხელისუფლების მიღებული და დამტკიცებულია, რომლითაც ასე ამაყობდნენ, ჩვენ გვეკისრება ვალდებულება, რომ ამ უფლების რეალიზება მოვახდინოთ. სამწუხაროდ, ერთია, რომ ხელისუფლებამ ეს რისკები ვერ მართა და მეორე -კარგად იცოდა იმ ფონზე, როცა განცხადებები კეთდებოდა, მათ შორის რადიკალური ტიპის განცხადებები, ამ ფონზე ვერც პრევენცია მოახდინა. ფაქტიურად სახელმწიფოს წარმომადგენლები გუშინ გაჩერებულები იყვნენ. გუშინ ვნახეთ, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციას ძალადობის აღკვეთისას არ ასრულებდა. ეს რისკები სახელმწიფოს წინასწარ უნდა გაეთვალა, ამ პროცესებში აქტიურად ჩარეულიყო, თუნდაც მოლაპარაკებების წარმოების გზით. გუშინ ხელისუფლება ამოეფარა ხალხს. პასუხისმგებლიანი ხელისუფლებას შეეძლო, რომ ამ რისკების გათვლით ხისტი გადაწყვეტილება მიეღო და საკუთარ თავზე აეღო ეს პასუხისმგებლობა. ამის ნაცვლად ამოეფარა ხალხს და ეკლესიას. სახელმწიფოს მიერ რისკების არასათანადო მართვით და იმის გამო, რომ სახელმწიფო ეკლესიას ამოეფარა ძალიან დიდი ზიანი მიიღო“ , – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

ნათია მეზვრიშვილი ძალადობა 2021-07-06
ნინო ჩხეიძე
Tags ნათია მეზვრიშვილი ძალადობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ყაველაშვილი: რა ვქნათ ახლა, რას ითხოვთ, პოლიციელებთან ერთად ვიაროთ და ჩვენ ჩავერთოთ გამოძიების პროცესში? – გასაგებად განვაცხადე, რომ …

შემდეგი სტატია

წულუკიანი: მინ­და ვთქვა, რომ პო­ლი­ცია მოქ­მე­დებ­და იმ ფარ­გლებ­ში რაც მათ შე­ეძ­ლოთ

მსგავსი სტატიები

ბესო ჩუბინიძე: … გიმეორებთ ყველა ხართ საკუთარი შვილების მომავლის მტრები!

ბესო ჩუბინიძე: … გიმეორებთ ყველა ხართ საკუთარი შვილების მომავლის მტრები!

ნინო ჩხეიძე 23 ნოე 2022
“მაპატიეთ ემოციური პოსტისთვის, მაგრამ დღეს მე და ჩემი მეგობრები რომ არა არ ვიცი ეს ბავშვები დაბრუნდებიდნენ თუ არა სახლში ცოცხალი!”

“მაპატიეთ ემოციური პოსტისთვის, მაგრამ დღეს მე და ჩემი მეგობრები რომ არა არ ვიცი ეს ბავშვები დაბრუნდებიდნენ თუ არა სახლში ცოცხალი!”

ნინო ჩხეიძე 03 ივნ 2021
ნინო ლომჯარია: ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში

ნინო ლომჯარია: ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში

ნინო ჩხეიძე 28 თებ 2022

უახლესი ამბები

  • ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

    ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

  • გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

    გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

  • თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

    თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge