NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ამ დრომდე უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო (ვიდეო)

ამ დრომდე უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო (ვიდეო)

05 ივლ 2021 საზოგადოება 313 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსთაველის გამზირზე აგრესიულად განწყობილი ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ გასაპროტესტებლად არიან გამოსულები. დაპირისპირების გამო უკვე დაშავდა ოცდაათამდე ჟურნალისტი.

სასტიკად არის ნაცემი TV პირველის ოპერატორი ლევან ბრეგვაძე. რუსთაველის გამზირზე დაპირისპირებისას დაშავდა ოპერატორი ილია თვალიაშვილიც. როგორც პირველი არხი აცხადებს, ჟურნალისტებმა ტერიტორია საპატრულო მანქანების საშუალებით დატოვეს, რადგან აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ფოტორეპორტიორს თავს რამდენიმე პირი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხა. მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

ამ წუთებში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია უტარდება „პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „პირველის” ინფორმაციით, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა.

დაშავებული არიან რადიო თავისუფლების კორესპონდენტები – დათო ქორიძე და თორნიკე მანდარია.

ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს, ოპერატორს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სცემეს „ფორმულას” სხვა გადამღები ჯგუფის წევრებს – გიორგი გაბუნიასა და ლექსო ხომასურიძეს.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსმა“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე დროებით უარი განაცხადა და ცხელი წერტილებიდან გადამღები ჯგუფები გამოიყვანა.

„რუსთავი 2“ ავრცელებს განცხადებას, რომ დღეიდან რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არცერთ ღონისძიებას აღარ გააშუქებს: „ჩვენი ტელეკომპანიის ეთერი არასოდეს აღარ დაეთმობა პირებს და მათ ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს“.

ამ დრომდე უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო.

კომენტარები

TOP თავდასხმა ჟურნალისტი 2021-07-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თავდასხმა ჟურნალისტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რაც დღეს ხდება, არის პრაიდის უკან მდგომი “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში

შემდეგი სტატია

„პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა „ბინძურ პროვოკაციაზე პასუხი კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო”

ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა „ბინძურ პროვოკაციაზე პასუხი კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო”

ნინო ჩხეიძე 01 ივლ 2022
სააკაშვილი: ამ ბოლო დღეებში გიორგი გაბუნიას გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა

სააკაშვილი: ამ ბოლო დღეებში გიორგი გაბუნიას გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა

25 მაი 2018
ილია მეორე: ძნელია ასეთ დიდ სივრცეში  იმოქმედო და  შეცდომები არ დაუშვა – უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა

ილია მეორე: ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა – უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა

ირაკლი შალიკაშვილი 07 იან 2022

უახლესი ამბები

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

    სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

  • ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

    ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge