NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას ე.წ. პრაიდის ჩატარება – ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ”

“ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას ე.წ. პრაიდის ჩატარება – ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ”

04 ივლ 2021 საზოგადოება 432 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას ე.წ. პრაიდის ჩატარება – ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით, – ამის შესახებ განცხადებას „თბილისის დიდი სინაგოგა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „პრაიდები“ მიზნად ისახავს არა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ ფინანსური სარგებლის მიღებას, ორგანიზატორთა მცირე ჯგუფის სასარგებლოდ.

„ჩვენ საქართველოს ებრაელები და სხვა რელიგიების წარმომადგენელნი საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანავცხოვრობთ საქართველოში. ჩვენს შორის, განსხვავების მიუხედავად ამ ხნის მანძილზე თავისთავად ჩამოგვიყალიბდა მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა, რაშიც თითოეულმა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება.

თანამედროვე რეალობამ ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმით და მიუღებელი პროპაგანდით გვთავაზობს ფასეულობათა შეცვლას, არანორმალურის ნორმად და მისაღებად გამოცხადებას.

აქ შეკრებილი სხვა და სხვა რელიგიების წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავისმოხვევასთან. ის რასაც გეგმავენ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისათვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან.

ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით.

საქართველოში ლგბტ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო და მსგავსი „პრაიდები“ მიზნად ისახავს არა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ ფინანსური სარგებლის მიღებას, ორგანიზატორთა მცირე ჯგუფის სასარგებლოდ. ამისათვის ისინი არ ერიდებიან ამ საკითხის ირგვლივ ხელოვნური კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებს და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით.

ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას ე.წ. პრაიდის ჩატარება. მივმართავთ საერთშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებთ საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს, რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სინაგოგა ღირსების მარში 2021-07-04
ნინო ჩხეიძე
Tags სინაგოგა ღირსების მარში
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“„ინდური შტამი“ სარბიელზე უკვე გახდა მოთამაშე”

შემდეგი სტატია

კელი დეგნანი: ისინი, ვისაც სურთ, ძალადობით და ზიზღით ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ

მსგავსი სტატიები

მიხეილ ბატიაშვილი: „სკოლამდელი განათლება პიროვნული განვითარების ფუნდამენტია“

14 სექ 2018
ნუგზარ სულაშვილი: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველებმა საფრანგეთის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან მოიპარეს დიდი რაოდენობის პროდუქტი, სინამდვილეს არ შეესაბამება

ნუგზარ სულაშვილი: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველებმა საფრანგეთის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან მოიპარეს დიდი რაოდენობის პროდუქტი, სინამდვილეს არ შეესაბამება

ნინო ჩხეიძე 22 იან 2022
სერგო ჩიხლაძე თბილისში შექმნილ საცობებზე: ბატონო კახი, ამდენი ადამიანი რომ გაგინებთ დღე და ღამე, ხან ლურჯი შლაპა დაიფარეთ, ხან წითელი ქუდი და იარეთ ამაყად

სერგო ჩიხლაძე თბილისში შექმნილ საცობებზე: ბატონო კახი, ამდენი ადამიანი რომ გაგინებთ დღე და ღამე, ხან ლურჯი შლაპა დაიფარეთ, ხან წითელი ქუდი და იარეთ ამაყად

ნინო ჩხეიძე 23 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge