NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო გადადგომა, არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ

როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო გადადგომა, არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ

30 ივნ 2021 პოლიტიკა 332 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ჟვანიას პირად გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ ამ ფაქტის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირება არ შეიძლება.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად თამარ ჟვანიას მიმართ ბრალდებებისა, ყველაფერს ფარდა აეხადა და გამოჩნდა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ ჰქონდა.

„როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ. ასევე, არ შემიძლია, იმ ცრუ, არასწორ ბრალდებებს არ გამოვეხმაურო, რომელიც მძიმე დარტყმის სახით მიიღო პირადად თამარ ჟვანიამ. ეს მართლაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო, რადგან დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გარდა, ამ მიმართულებას დიდი პროპაგანდისტური მხარდაჭერა ჰქონდა. მაგრამ საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი თამარ ჟვანიამ ამ გამოწვევას და უზრუნველყო, რომ ინსტიტუციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა, სწორად და გამართულად ეფუნქციონირა, რაც დასაფასებელია. საბოლოოდ, ყველაფერს ფარდა აეხადა და რეალურად გამოვლინდა, რომ თამარ ჟვანიას მიმართ გაკეთებულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ გააჩნდა. ესაა მისი გადაწყვეტილება, რასაც პატივისცემა სჭირდება. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ბუნებრივია, მოლოდინი არავის არ ჰქონდა, რომ მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების ნიაღვარი იოტისოდენა საფუძვლიანობის ტესტს უძლებდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ მიიღებს ამ ბრალდებათა წყებას მხედველობაში, როცა ისაუბრებენ თამარ ჟვანიას პირად შესაძლებლობებსა და უნარებზე, როგორც კვალიფიკაციურ მუშაკზე”,- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად კონსულტაციები დაიწყება.

“დაიწყება კონსულტაციები და შესაძლებლობა იქნება, რომ ერთიან კანდიდატურაზე შევთანხმდეთ, ვისზეც მეტ-ნაკლებად იქნება კონსენსუსი. იმედი მაქვს, რომ იარსებებენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ მიმართულებით კონსტრუქციულად იქნებიან განწყობილი და კონსენსუსი იქნება”,- განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

2021-06-30
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თამარ ჟვანიას გადადგომა ლოგიკურია, დარწმუნებული ვარ, სხვა საპატიო ადგილზე გადაიყვანენ

შემდეგი სტატია

ისეთი არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი ადრეც უნდა გადაედგა – ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა შეირჩეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე

მსგავსი სტატიები

ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ არ დანიშნონ

ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ არ დანიშნონ

27 დეკ 2018

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს

10 ოქტ 2017
ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანებიდან გასვლას არ აპირებს, თუ ცალკეულ პარტიებს უნდა გასვლა, პრობლემა არ არის

ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანებიდან გასვლას არ აპირებს, თუ ცალკეულ პარტიებს უნდა გასვლა, პრობლემა არ არის

ირაკლი შალიკაშვილი 15 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge