მე მგონია, რომ უხერხულობას უნდა გიქმნიდეთ ბერა ივანიშვილთან ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მანდ რომ ზიხართ – მე მართლა ვდარდობ, როგორ ზიხართ ახლა მანდ? რანაირად?- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.
ხაბეიშვილის განცხადებით, ნორმალური არ არის ქვეყანას ჰყავდეს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ბავშვზე ძალადობაზე საუბრობს და თანაც აუდიოჩანაწერის ავთენტურობას თავად ადასტურებდეს.
კომენტარები