NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ადამიანებს, რომელთაც უჭირთ კითხვა და გაგება, აშშ-ს საელჩომ მოუნიშნა დოკუმენტში, რომ რეფორმებამდე მოსამართლეთა დანიშვნა უნდა დაპაუზდეს

ადამიანებს, რომელთაც უჭირთ კითხვა და გაგება, აშშ-ს საელჩომ მოუნიშნა დოკუმენტში, რომ რეფორმებამდე მოსამართლეთა დანიშვნა უნდა დაპაუზდეს

28 ივნ 2021 პოლიტიკა 475 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ადამიანებს, რომელთაც უჭირთ კითხვა და გაგება, აშშ-ს საელჩომ მოუნიშნა დოკუმენტში, რომ რეფორმებამდე მოსამართლეთა დანიშვნა უნდა დაპაუზდეს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აშშ მართლმსაჯულების რეფორმას საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად განიხილავს და სანქციებზე მუშაობა დაწყებულია.

„მოსამართლეთა დანიშვნის დაპაუზება (რაც მიშელის დოკუმენტში წერია) ნიშნავს შეჩერებას, შეჩერებას მანამ, სანამ რეფორმები განხორციელდება. სასაცილოც არის ხელისუფლების ეს არგუმენტი. აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა კიდეც დოკუმენტი, სადაც მოუნიშნა იმ ადამიანებს, რომელთაც უჭირთ კითხვა და გაგება, რომ უნდა შეჩერდეს ანუ დაპაუზდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა მანამ, სანამ რეფორმები არ განხორციელდება. აშშ მართლმსაჯულების რეფორმას განიხილავს, როგორც საქართველოსთვის სასიცოცხლო რეფორმას და მათ უზარმაზარი ინვესტირება მოახდინეს, რომ რეფორმები განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, ამაზე თვალს არავინ დახუჭავს, რომ თანხები, რომელიც ინვესტირებული იქნა, პრაქტიკულად კლანმა გაანიავა, ამიტომ ზოგიერთი მოსამართლის განცხადება, რომ თურმე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭერა რეფორმების კუთხით არის სუვერენიტეტის დარღვევა, არის უსინდისო განცხადება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერაზე ხალხის მიმართ და არა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ან კლანის წევრები არიან ან კლანის გავლენის ქვეშ არიან. მე შემიძლია გითხრათ, რომ სანქციებს არა თუ უნდა ველოდოთ, არამედ პროცესი არის დაწყებული, ეს მინდა აღვნიშნო დიდი კმაყოფილებით, რადგან სანქციებმა ძალიან ეფექტურად იმუშავა ბულგარეთის შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ჩვენმა მეგობრებმა ანალოგიური პროცესი დაიწყეს საქართველოსთან მიმართებით და ჩვენ ამას სრულად მხარს ვუჭერთ, რადგან ეს კლანის წევრ მოსამართლეებს დაანახებს, რომ ისინი ვერ მოახერხებენ ჩვენი მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გაგებას, ვერ გააგრძელებენ ამას. სანქციების შემოღების პროცესი დაწყებულია იმ მოსამართლეების და კლანის იმ წევრების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებით თავი აქვთ გამოჩენილი ამ წლების განმავლობაში სასამართლოს კონტროლის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, ამიტომ სასჯელის გარეშე, დაუსჯელად ეს ვეღარ გაგრძელდება. ეს არ არის მუქარა და სუვერენიტეტში ჩარევა, როგორც ამას ცდილობს ზოგიერთი მოსამართლე რომ წარმოაჩინოს, უბრალოდ, ასეთი ტიპის ღონიძიებებით ჩვენი მეგობრები ეხმარებიან ქართველ ხალხს, რომ მოხდეს დეპოლიტიზაცია და სასამართლოს გათავისუფლების დაწყება,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

2021-06-28
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერის მოსმენაზე ოპოზიციამ კვლავ შოუს მოწყობა შემოგვთავაზა

შემდეგი სტატია

ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, ასევე, დადასტურებულად ვიცით, როდის იქნება „ფაიზერი“

მსგავსი სტატიები

ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს – რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ

ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს – რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ

ირაკლი შალიკაშვილი 07 ოქტ 2021
დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით მოპოვებული შედეგი – შალვა შავგულიძემ ლადო კახაძეს გამარჯვება არ მიულოცა

დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით მოპოვებული შედეგი – შალვა შავგულიძემ ლადო კახაძეს გამარჯვება არ მიულოცა

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივნ 2019
მამუკა ხაზარაძე დუმილს დღეს დაარღვევს – სპეციალური პრიფინგი 18:00 საათზე გაიმართება

მამუკა ხაზარაძე დუმილს დღეს დაარღვევს – სპეციალური პრიფინგი 18:00 საათზე გაიმართება

18 თებ 2019

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge