NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ოპოზიციის განცხადება, რომ კრიზისი გამოიწვიონ, პარლამენტიდან გავიდნენ და ქვეყანა ჩიხში შეიყვანონ, არასერიოზულია

ოპოზიციის განცხადება, რომ კრიზისი გამოიწვიონ, პარლამენტიდან გავიდნენ და ქვეყანა ჩიხში შეიყვანონ, არასერიოზულია

24 ივნ 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 346 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოპოზიციის განცხადება იმის თაობაზე, რომ კრიზისი გამოიწვიონ, პარლამენტიდან გავიდნენ და ქვეყანა ამით ჩიხში შეიყვანონ, არასერიოზულია,- ასე პასუხობს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

მისი თქმით, პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი წარიმართება.

“თვეების განმავლობაში, როცა ოპოზიცია უარს ამბობდა საკუთარი მანდატის განხორციელებაზე, დადასტურდა, რონ იყო ფუჭი, ტყუილად დაკარგული დრო მათთვის და ქვეყნისთვის. პარლამენტში მათი ყოფნა ადასტურებს, რომ პარტიების საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა მნიშვნელოვანია. პარლამენტში მათი ყოფნა არ არის ანგარიშის გაწევა “ქართული ოცნებისთვის”, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის მანდატების განხორციელება.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურებს, “ქართული ოცნება” სიტყვა-სიტყვით მიჰყვება 19 აპრილის შეთანხმებას. მოსამართლეობის კანდიდატები წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში და ყველას ექნება შესაძლებლობა მათ კითხვები დაუსვას. უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი წარიმართება და შეგვეძლება გადავწყვიტოთ, კანდიდატებს მხარს ვუჭერთ თუ არა. ეს არის დემოკრატიის მანდატი, რომელიც ყველას გაგვაჩნია და ამაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიას. შეგვიძლია, ამ ლოგიკით უარი ვთქვათ კანონების მიღებაზე. 19 აპრილის შეთანხმება საჯაროა როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე. ყველას შეუძლია დებულებებს ჩახედოს და ჩვენი განმარტებები ნახოს, შემდეგ მივიღებთ კითხვებს, რა პუნქტში არ შეესაბამება ჩვენი განმარტება 19 აპრილის შეთანხმებას – ჯერჯერობით მითითებაა სულისკვეთებაზე, რაც ბუნდოვანი ტერმინია და ბოლო პერიოდში დამკვიდრდა, იმის დასასაბუთებლად რაც სიტყვიერად არ არსებობს ხოლმე შეთანხმებაში,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ თუ მმართველი გუნდი მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, პარლამენტიდან გავიდნენ.

კომენტარები

2021-06-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

23 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტი კოჯი მაცუნო ტოიოტა ცენტრ ბათუმს ესტუმრნენ

შემდეგი სტატია

შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებით სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც „კლანის“ არსებობას უწყობს ხელს

მსგავსი სტატიები

ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან

19 ნოე 2018
„ხელისუფლებას კრიტიკულ აზრთან შეგუება უჭირს“

„ხელისუფლებას კრიტიკულ აზრთან შეგუება უჭირს“

26 ნოე 2017
ირაკლი ლატარია: ხატია დეკანოიძის შვილმა პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა

ირაკლი ლატარია: ხატია დეკანოიძის შვილმა პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა

ირაკლი შალიკაშვილი 30 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge