NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თუ პირუთვნელად არ შესრულდა მიშელის დოკუმენტი, პარლამენტის შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს – რადიკალურ ზომებზე უნდა დავილაპარაკოთ

თუ პირუთვნელად არ შესრულდა მიშელის დოკუმენტი, პარლამენტის შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს – რადიკალურ ზომებზე უნდა დავილაპარაკოთ

24 ივნ 2021 პოლიტიკა 385 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს მიშელის დოკუმენტის დარღვევას, მაშინ რადიკალურ ზომებზე უნდა დავილაპარაკოთ – თუ პირუთვნელად არ შესრულდა მიშელის დოკუმენტი, ამ შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც 19 აპრილის შეთანხმების ტექსტი აქვს წაკითხული, მისთვის ამ საკითხზე არანაირი შეკითხვები არ არსებობს.

„როგორც კი ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გაჩერებულიყო და შემდეგ თავიდან უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი ოპოზიციასთან შეთანხმებით. მარტო ტექსტი კი არა, ჩვენი მოკავშირეების კომენტარებიც ცალსახად ადასტურებს, რომ ამ ადამიანებსაც ცალსახად აქვთ ერთი აზრი, რომ ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების ძალიან უხეში დარღვევა. რა უნდა იყოს ოპოზიციის პასუხი? – ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ავუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დავუჯერეთ საქართველოს მოკავშირეებს, ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, შემოვედით პარლამენტში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, 99 პროცენტს ეს სამართლიანად არ უნდოდა, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ამ დოკუმენტის დარღვევას და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს სამწუხაროდ, გაგრძელდება, მაშინ რადიკალურ ზომებზე უნდა დავილაპარაკოთ. მე მთელი ოპოზიციის სახელით ვერ ვილაპარაკებ, რადგან არავითარი სჯა-ბაასი ამაზე არ ყოფილა. ჩემი პირადი აზრია, რომ თუ პირუთვნელად არ შესრულდა მიშელის დოკუმენტი, ამ შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

2021-06-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვიღაცამ ჩემი გუშინდელი განცხადება ისე გაიგო, თითქოს დღესვე გავდიოდი პარლამენტიდან – არა ბატონო, მარტო არ დაგტოვებთ

შემდეგი სტატია

არ ვიცი მოწამლეს, თუ არა, შესაძლოა გულიც იყოს, შესაძლოა მეტეორიც დაგვეცეს

მსგავსი სტატიები

ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე – წელს გადაწყდება, ვიქნებით თუ არა მონები ივანიშვილის ჰესებზე, ოქროს საბადოებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი მოქალაქეები

ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე – წელს გადაწყდება, ვიქნებით თუ არა მონები ივანიშვილის ჰესებზე, ოქროს საბადოებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი მოქალაქეები

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივნ 2020
სააკაშვილი შიმშილობით პარტიის შიგნით ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ პროცესი, რასაც საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობაში“ აკვირდება, არის შეუქცევადი

სააკაშვილი შიმშილობით პარტიის შიგნით ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ პროცესი, რასაც საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობაში“ აკვირდება, არის შეუქცევადი

ირაკლი შალიკაშვილი 23 თებ 2022
იაგო ხვიჩია: მესამე ძალის დაბადების ამბიცია არ არის კარგი, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს

იაგო ხვიჩია: მესამე ძალის დაბადების ამბიცია არ არის კარგი, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს

ირაკლი შალიკაშვილი 30 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

  • პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

    პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

  • გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

    გრან აბუელო საფრთხეშია – მეცნიერები მსოფლიოს უძველესი ხის დასაცავად

  • რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

    რუსეთის ელჩი ქაბულში: აუცილებელია თალიბანთან თანამშრომლობა…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge