ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ზაზას გაათავისუფლებენ და ის ოჯახს მალე დაუბრუნდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე მალე გათავისუფლდეს.
„ამ შემთხვევაში ნამდვილად გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო. მე შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩართო ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ზაზას გახელაძის გათავისუფლებისთვის. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ზაზას გაათავისუფლებენ და ის ოჯახს მალე დაუბრუნდება. საპატრიარქოც ჩართულია, მთავრობაც და ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორები და სახელმწიფოები“, – განაცხადა გომელაურმა.
კომენტარები