NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თუ ოპოზიციის ნაწილი გაიყიდება, ეს შეფასდება, როგორც სასამართლო სისტემის გაყიდვა

თუ ოპოზიციის ნაწილი გაიყიდება, ეს შეფასდება, როგორც სასამართლო სისტემის გაყიდვა

21 ივნ 2021 პოლიტიკა, სამართალი 759 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნისას „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან დაიწყოს ვაჭრობა“ და ამ გზით მათთვის სასურველი წევრები დანიშნოს.

ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციის ნაწილი „ამ ყველაფერზე გაიყიდება“, ეს იქნება დამღუპველი სასამართლო სისტემისთვის და შეფასდება როგორც სასამართლო სისტემის გაყიდვა.

„არამოსამართლე წევრების დანიშვნა არის ის საკვანძო საკითხი, საიდანაც უნდა დაიწყოს ბრძოლა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობისთვის და გათავისუფლება „კლანის“ ძალაუფლებისგან. ვიცით, რომ იქნება 5 ვაკანსია არამოსამართლე წევრების, რომელიც უნდა დანიშნოს პარლამენტმა. თუ ავირჩევთ რეალურად დამოუკიდებელ წევრებს, „კლანს“ არ ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები სასამართლო სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება იყო დასტური, რომ „კლანი“ ხედავს საფრთხეს, შეიძლება მისი ძალაუფლება შემცირდეს და მაქსიმალურად მეტი ლოიალობის მქონე პირი დაინიშნოს სასამართლო სისტემაში. პარლამენტს 90 ხმა სჭირდება იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩიოს.

„ქართულ ოცნებას“ 90 ხმა არ აქვს, აქვს 84 ხმა, დანარჩენ ექვს ხმასთან მიმართებაში საინტერესოა რას გააკეთებს „ქართული ოცნება“. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან დაიწყოს ვაჭრობა და შეთავაზება, რათა სხვადასხვა ოპოზიციურ ძალასთან და ამით 6 ხმა კიდევ დაიმატოს. თუ გვინდა, რომ ვისაუბროთ სასამართლო სისტემის გათავისუფლებაზე, უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს ხუთივე წევრი დაინიშნოს როგორც დამოუკიდებელი. თუ მაქსიმალური კონსენსუსით არ მოხდება დანიშვნა და რომელიმე პარტია შეთანხმებაში შევა „ქართულ ოცნებასთან“, ეს არ მოგვიტანს იმ შედეგს, რომელიც გვჭირდება. თუ ოპოზიციის ნაწილი გაიყიდება, ეს იქნება დამღუპველი სასამართლო სისტემისთვის და შეფასდება, როგორც სასამართლო სისტემის გაყიდვა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

საია-ს თავმჯდომარემ ასევე განიხილა მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის პროცესი. მისი განმარტებით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერება პრობლემებს არ გამოიწვევს და კონსტიტუციაში არ წერია ის თარიღი, რა დროისთვისაც უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლის დანიშვნა უნდა მოხდეს.

„საქმე ისეც არ არის, როგორც „ქართული ოცნება“ ხატავს. მართალია, კონსტიტუციაში წერია, რომ მინიმუმ უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლე უნდა იყოს, მაგრამ ეს რიცხვი დღესაც არ არის და ფაქტობრივად, დღესაც ირღვევა კონსტიტუცია. როდის მივალთ ამ რიცხვამდე, ამასთან დაკავშირებით კონსტიტუცია არაფერს ამბობს. შესაბამისად, ის, რომ დღესვე არ ინიშნება 28 მოსამართლე, არ არის კონსტიტუციის დარღვევა. რა თქმა უნდა, თუ მეტი მოსამართლე იქნება, ეს არის უკეთესი, მაგრამ გვინდა მოსამართლეები, რომლებიც „კლანისადმი“ ლოიალურები არიან და შევსებული გვექნება ყველა ვაკანსია. თუ გვინდა მოვითმინოთ და დავნიშნოთ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ნამდვილად ღირსები არიან, რომ უზენაეს სასამართლოში იყვნენ მოსამართლეები და ეს მნიშვნელოვანი თანამდებობა ატარონ. ისე კატასტროფულადაც არ არის საქმე, როგორც „ქართული ოცნება“ ხატავს და ზოგიერთ მოსამართლეს აქვს საქმეების ძალიან მცირე რაოდენობა, როდესაც მათ კოლეგებს ათასამდე საქმეც აქვს. იზრუნონ იმაზე, რომ საქმეები სამართლიანად გადაანაწილონ და არა იმაზე, რომ ბევრი მუშა მოსამართლე დანიშნონ, რომელსაც ბევრ საქმეებს მისცემენ და მართავენ მარტივად“, – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

კომენტარები

დანიშვნის პროცესი ვაჭრობა სასამართლო სისტემის გაყიდვა 2021-06-21
ირაკლი შალიკაშვილი
Tags დანიშვნის პროცესი ვაჭრობა სასამართლო სისტემის გაყიდვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

260 ახალი შემთხვევა, 15 გარდაცვლილი და 834 გამოჯანმრთელებული – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

შემდეგი სტატია

ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მარტივია – ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს

მსგავსი სტატიები

თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მიშაობენ

26 დეკ 2017
“მიქაუტაძე პრივილეგირებულია სხვა 49 ადამიანთან მიმართებაში”

“მიქაუტაძე პრივილეგირებულია სხვა 49 ადამიანთან მიმართებაში”

ირაკლი შალიკაშვილი 02 აგვ 2019
სუბარი: კეზერაშვილი მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს

სუბარი: კეზერაშვილი მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს

ნინო ჩხეიძე 29 მარ 2022

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge