NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»წმინდა საყდრის გადაწყვეტილება – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან სარგებლობაში რომში მდებარე ეკლესია გადაეცა

წმინდა საყდრის გადაწყვეტილება – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან სარგებლობაში რომში მდებარე ეკლესია გადაეცა

19 ივნ 2021 საზოგადოება 827 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

წმინდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან სარგებლობაში რომში მდებარე ეკლესია გადაეცა.

საპატრიარქოს ცნობით, ეკლესიაში დღემდე მსახურებებს აღავლენენ რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები არქიმანდრიტ იოანეს (ხელაია) წინამძღოლობით.

„2021 წლის 17 ივნისი ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. წმინდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან სარგებლობაში, 70 წლით, გადაეცა რომში მდებარე ეკლესია, სადაც დღემდე მსახურებებს აღავლენენ რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები არქიმანდრიტ იოანეს (ხელაია) წინამძღოლობით.

ტაძრის გადმოცემაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ელჩმა წმინდა საყდართან (ვატიკანი), ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელმა და საელჩოს თანამშრომლებმა. ტაძრის გადმოცემა რომის პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით განხორციელდა. ამ საქმეში ასევე მნიშვნელოვანია რომის ეპარქიაში პაპის ვიკარის, კარდინალ ანჯელო დედონატის წვლილი, რომლის უდიდესი თანადგომითა და კეთილი ნებით შესაძლებელი გახდა ამ სასიკეთო საქმის აღსრულება.

ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დასავლეთ ევროპის ეპარქიას, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ სამრევლოს, არქიმანდრიტ იოანესა და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკლესიის სიძლიერე და წინსვლა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

TOP რომი წმინდა ანდრია პირველწოდებული 2021-06-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რომი წმინდა ანდრია პირველწოდებული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დროა”: „ღირსების მარში“ უნდა ჩატარდეს!

შემდეგი სტატია

How must Mail Order Brides Job?

მსგავსი სტატიები

რა მდგომარეობაშია ბინა, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა

07 დეკ 2017
“დეზინფორმაციას მივრცელებენ, თითქოს მე პაატა იმნაძეზე, ამ ღვთისნიერ კაცზე, ცუდი რამე მეთქვას”

“დეზინფორმაციას მივრცელებენ, თითქოს მე პაატა იმნაძეზე, ამ ღვთისნიერ კაცზე, ცუდი რამე მეთქვას”

ნინო ჩხეიძე 18 მარ 2020
“პუტინის გუნდი” – ქეთა თოფურია და გრიგორი ლეპსი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მღერიან

“პუტინის გუნდი” – ქეთა თოფურია და გრიგორი ლეპსი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მღერიან

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

  • მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

    ბექა ყორშია: გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

  • არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

    არჩილ თალაკვაძე: ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს …

  • თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

    თათია სამხარაძემ გამოძიების დაწყებისთვის შსს-ს მიმართა

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩემი აზრით, ისე უნდა ვქნათ, რომ ყველა შაბათი ლაზარეს შაბათი იყოს, ვიდრე არ გამოუშვებენ

  • ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

    ზურაბ ჯაფარიძე: ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ათი კაცი გვირტყამდა და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან

  • ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

    ჟოზეფ ბორელი: ვროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge