NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა

18 ივნ 2021 საზოგადოება 905 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის ვიზიტით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება ვატიკანთან. შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

„საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვატიკანთან ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ურთიერთობები გაღრმავდეს და განმტკიცდეს.

პრეზიდენტმა რომის პაპთან პირისპირ შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარება და რეგიონულ ჭრილში საქართველოს როლი განიხილა. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მედიაციის მნიშვნელობას. საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიალოგის გარეშე კონფლიქტების დაძლევა და სიტუაციის დეესკალაცია შეუძლებელია.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ, რომელზეც მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლის განვითარების შესაძლებლობებიც გაიხსნა კულტურასა და განათლებაში ამ დღეებში გამართული შეხვედრების შედეგად.

საუბარი შეეხო ბავშთა ონკოლოგიის საკითხებს, რომელიც საქართველოსათვის ერთ-ერთი სერიოზული საკითხია და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფომ მზაობა გამოხატა, რაც საქართველოსათვის ძალიან სასიხარულო ფაქტია.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპთან კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პატარა ქვეყნების როლზე და მათი გაძლიერების მნიშვნელობაზე, რადგან პატარა ქვეყნებს ცალ-ცალკე არ შესწევთ ძალა, რომ მსგავს გლობალურ თემებთან დაკავშირებით გაიტანოთ საკუთარი ხმა და პოზიცია.

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკითხი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა მეფე დემეტრე I-ის ავტორობით შექმნილი საგალობლის „შენ ხარ ვენახი“ ხელნაწერი ნოტები, რომელიც სპეციალურად რომის პაპისათვის გადაიწერა, წიგნი ქართული კულტურის შესახებ და წიგნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების შესახებ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საუკეთესო ღვინოების ნაკრები. ასევე, გადასცა პატრიარქის საჩუქარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

TOP რომის პაპი სალომე ზურაბიშვილი 2021-06-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რომის პაპი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Traveling Den-ი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

შემდეგი სტატია

„დროა”: „ღირსების მარში“ უნდა ჩატარდეს!

მსგავსი სტატიები

გრიპის ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა – ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ სიმპტომებისთანავე სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ

გრიპის ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა – ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ სიმპტომებისთანავე სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ

08 იან 2019
გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

ირაკლი შალიკაშვილი 18 იან 2021
საძიებო სისტემა Flatfy-მ ახალაშენებული და მშენებარე სახლების, კორპუსებისა და კომპლექსების კატალოგი გამოსცა

საძიებო სისტემა Flatfy-მ ახალაშენებული და მშენებარე სახლების, კორპუსებისა და კომპლექსების კატალოგი გამოსცა

magda 25 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ

    ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ

  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge