NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სკანდალური, ისტერიკული პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, ზარალის მიყენება სურს ეკლესიისთვის

სკანდალური, ისტერიკული პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, ზარალის მიყენება სურს ეკლესიისთვის

16 ივნ 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 492 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მადლობა უნდა ვუთხრათ მეუფე სპირიდონსაც თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფართან დაკავშირებით, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემის გარშემო სკანდალური და ისტერიკული პოზიცია საჭირო არ არის, რადგან შეიძლება „ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც, ბავშვის უფლების დაცვა“. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იქნა, არის საზოგადოების და ყველას საზრუნავი.

„პირველ რიგში ყველას მადლობა უნდა ვუთხრა, თითოეულ პედაგოგს და ადამიანს, რომელმაც ოჯახურ სითბოს და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გაუწია პატრონობა და ამ ხნის განმავლობაში მათ მიმართ იყო განსაკუთრებით თბილი და მაღალპროფესიონალურ დონეზე ცდილობდა შეესწავლებინა სხვადასხვა საგანი და ყოფილიყო მათი მდგომარეობა შემსუბუქებული. თუკი რაიმე გადახრა არსებობდა ამის წინააღმდეგ, უნდა გაილაშროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა, განსაკუთრებით ბავშვებზე ძალადობა, თუკი ასეთი იყო დაშვებული. მაგრამ ის სკანდალური, ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ სიმართლის დადგენა კი არ უნდა ვინმეს, ზარალის მიყენება უნდა ეკლესიისთვის. რაც შეეხება ბავშვებს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მცირე ოჯახური ტიპის გარემოში მოვახვედროთ, თუ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბიოლოგიურ ოჯახს დავუბრუნოთ. მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა. ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იქნა, არის ჩვენი, საზოგადოების, ყველას საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს, სახალხო დამცველს, სახელმწიფოს წარმომადგენელს, ეკლესიის წარმომადგენელს, ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს – ბავშვის ინტერესები უპირველეს ყოვლისა. ხომ არ შეიძლება ყოველ დღე დავკიოდეთ ამ ბავშვებს, რომლებიც დღეს კიდევ იქ ცხოვრობენ, რომ თქვენ იყავით გესტაპოს გაუსაძლის პირობებში, როცა ასეთი შეიძლება ერთი-ორი ეპიზოდი იყო. მთლიანობაში ეს ბავშვებზე ხომ მოქმედებს? დაელაპარაკეთ ფსიქოლოგებს ბოლოს და ბოლოს, იგივე სახალხო დამცველიც ფსიქოლოგებს უნდა დაელაპარაკოს, უნდა დაელაპარაკოს საეკლესიო პირებსაც და მაქსიმალური დიპლომატიით ეცადოს დაიცვას ადამიანის უფლება, თუნდაც, ბავშვების უფლება, თუკი ასეთი უფლებები არის დასაცავი. როცა ისტერიკას ვტეხავთ ამ საქმის გარშემო, როცა შესაძლებელია ნორმალური, ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც, ბავშვის უფლების დაცვა, ამ გზით უნდა ვიაროთ და არა ისტერიკის, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ მიზანსაც ემსახურება,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

2021-06-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გახარია და მისი პარტია იგივე მზის ქვეშ ადგილის მძებნელია, სადაც “ოცნება“ იმყოფება, მათ შორის კონკურენციაა ვინ დაამტკიცებს ივანიშვილის მიმართ ლოიალურობას

შემდეგი სტატია

Edited at 27.03.2020 – The great gatsby

მსგავსი სტატიები

ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს – რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ

ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს – რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ

ირაკლი შალიკაშვილი 07 ოქტ 2021
ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

ირაკლი შალიკაშვილი 13 დეკ 2019
ნიკა მელია: გასაგებია, რომ ღარიბაშვილი ხელს გიწყობთ და შემოსავალი განიჭებთ დიდ სიამოვნებას, მაგრამ არსებობს მორალური კატეგორიები – უარი უნდა თქვათ პუტინის მიერ შექმნილ სისტემაში მონაწილეობაზე

ნიკა მელია: გასაგებია, რომ ღარიბაშვილი ხელს გიწყობთ და შემოსავალი განიჭებთ დიდ სიამოვნებას, მაგრამ არსებობს მორალური კატეგორიები – უარი უნდა თქვათ პუტინის მიერ შექმნილ სისტემაში მონაწილეობაზე

ირაკლი შალიკაშვილი 09 მარ 2022

უახლესი ამბები

  • საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

    საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge