NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სამიტზე დაკნინება არ ყოფილა, პირიქით, საქართველოს საკითხზე იმსჯელეს – უფრო აქტიურები და ამბიციურები უნდა ვიყოთ, რათა გზა ნატო-სკენ შევამოკლოთ

სამიტზე დაკნინება არ ყოფილა, პირიქით, საქართველოს საკითხზე იმსჯელეს – უფრო აქტიურები და ამბიციურები უნდა ვიყოთ, რათა გზა ნატო-სკენ შევამოკლოთ

15 ივნ 2021 პოლიტიკა, საზოგადოება 498 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და ამბიციურები, რათა გზა ნატო-სკენ შევამოკლოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ პესიმისტები, რადგან ეს დოკუმენტი პესიმიზმის საფუძველს არ იძლევა“, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე ნატო-ს სამიტის კომუნიკეს, სადაც საქართველოს შესახებ არის საუბარი.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ეს იყო მინი-სამიტი, რომელიც სამი საათი გაგრძელდა და მთავარი თემა იყო აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა ალიანსის წევრ სახელმწიფოს ლიდერებთან. აქ იყო ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: პირველი, კომუნიკე, რომელიც განსაკუთრებულ სიახლეს საქართველოს მიმართ არ ამბობს, მაგრამ ძალიან ნათლად აფიქსირებს საქართველოს პერპექტივას გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, ფხალაძის განმარტებით, ეს არის მომავალი 10 წლის ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და ზოგადად თუ შევხედავთ ნატო-ს ისტორიას ნატო ვითარდება ამ კონცეფციების ფარგლებში.

„ამ კონცეფციაში სიახლე არის ის, რომ ძალიან ნათლად აფიქსირებს ხედვას ჩვენი რეგიონისადმი. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული აქტიურობის სივრცეს ხსნის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ორივე დოკუმენტი – კონცეფციაც და კომუნიკეც აფიქსირებს ხედვას რუსეთთან მიმართებში და იმ პოლიტიკის მიუღებლობას, რომელიც რუსეთს აქვს. შემდეგ კი გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა საქართველოსა და უკრაინისთან მიმართებაში აღარასდროს უნდა განმეორდეს. ეს დოკუმენტი ასევე აფიქსირებს ღია კარის პოლიტიკას, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ანუ სამი ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. პირველი, ხედვა შავი ზღვისადმი, ხედვა გაფართოებისადმი და ხედვა რუსეთისადმი. ეს არის მნიშვნელოვანი, რომელიც გვაძლევს სერიოზულ სივრცეს იმისთვის, რომ ვიყოთ აქტიურები. ის,რომ სამსაათიან სამიტში, საქართველო მოხვდა დღის წესრიგში, თავისთავად ცხადია,რომ ეს ჩვენთვის კარგია. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული გარღვევაა, თუმცა მნიშვნელოვანია. ეს არის მაქსიმუმი, რაც ახლა, ამ ტიპის სამიტიდან შეიძლებოდა წამოგვეღო, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ეს იყო ერთადერთი სამიტი, სადაც საქართველო არ მიიწვიეს. ჩვენ ასეთი პრეცედენტები გვქონდა და როგორც წესი, ეს ემთხვევა ხოლმე აშშ-ს ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ცვლილებას. მაგალითისთვის, 2017 წელს ანალოგიური მინი სამიტი მოითხოვა ტრამპმა, სადაც იყვნენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. ასეთივე ფორმატი იყო ახლა და მხოლოდ ალიანსის წევრები იყვნენ, იქ არც ერთი პარტნიორი არ იყო. იქ რომ ყოფილიყო რომელიმე სხვა პარტნიორი და არ ყოფილიყო საქართველო, მაშინ ეს იქნებოდა დაკნინება. აქ კი, დაკნინება არ ყოფილა და პირიქით, საქართველოს საკითხზე იმსჯელეს და ხაზგასმულია ჩვენი როლი. რა თქმა უნდა, ამან თვითკმაყოფილების საშუალება არ უნდა მოგვცეს და უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და ამბიციურები, რათა გზა ნატო-სკენ შევამოკლოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ პესიმისტები, რადგან ეს დოკუმენტი პესიმიზმის საფუძველს არ იძლევა“, – აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

კომენტარები

2021-06-15
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გახარიამ სახელმწიფო აარიდა ძალიან სერიოზულ საფრთხეს, მაგრამ ოპერაციის ჩატარების ისეთი ნიუანსები არსებობს, რაც შენიშვნას იმსახურებს

შემდეგი სტატია

მხოლოდ განცხადება, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, აღარ არის საკმარისი, ეს რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს ზრდის

მსგავსი სტატიები

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე ვიყენებთ საგანგებო მდგომარეობის გარკვეულ ელემენტებს, მაგრამ ამას არ ვაძლევთ იურიდიულ სახეს, რომ ეს საგანგებო მდგომარეობაა

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე ვიყენებთ საგანგებო მდგომარეობის გარკვეულ ელემენტებს, მაგრამ ამას არ ვაძლევთ იურიდიულ სახეს, რომ ეს საგანგებო მდგომარეობაა

ირაკლი შალიკაშვილი 18 მარ 2020
გახარია: „ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 10 ადამიანი, მათგან 8 პატიმრობაშია“

გახარია: „ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 10 ადამიანი, მათგან 8 პატიმრობაშია“

03 აგვ 2018
რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ნინო ჩხეიძე 26 მაი 2022

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge