CNN-ის ცნობით, აშშ ბოლო რამდენიმე კვირაა, მსჯელობს ფრანგული კომპანიისგან მიღებულ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც ჩინეთში, გუანგდონგის პროვინციაში მყოფ ტაიშანის ატომურ ელექტრო სადგურზე “გარდაუვალი რადიოაქტიური საფრთხე” არსებობს. ცნობა აშშ-მ ფრანგული კომპანიისგან 8 ივნისს მიიღო.
ცნობისათვის, ფრანგული კომპანია Framatome-ი ტაიშანის სადგურისთვის საჭირო დანადგარებსა და მომსახურებას უზრუნველყოფს. კომპანია აშშ-ს დახმარებას სთხოვს. აღსანიშნავია, რომ უცხოური კომპანიებისთვის აშშ-სთვის მსგავსი მიმართვა იშვიათი პრაქტიკაა, მითუმეტეს მაშინ, როცა Framatome-ის პარტნიორ ჩინურ კომპანიას საფრთხის არსებობა არ უღიარებია.
CNN-ის ცნობით, ფრანგული კომპანიის საგანგაშო შეტყობინების მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაცია თვლის, რომ ატომურ სადგურზე ჯერჯერობით კრიზისული დონე არ არის. თუმცა, ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი მაინც არის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გამართა.
კომენტარები