„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები 2022 წლის ბოლომდე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს ვაქცინების 1 მილიარდ დოზას გაუნაწილებენ. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ ვიმუშავებთ ერთობლივად კერძო სექტორებთან, რათა „დიდი ოცეულისა“ და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მომდევნო თვეების მანძილზე ვაქცინებზე უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ერთობლივ კომუნიკეში.
გამოცემის ინფორმაციით, დანარჩენი მსოფლიოსთვის 700 მილიონი დოზის განაწილება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.
შვიდეულის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ კორონავირუსის პანდემია გლობალური მოვლენაა და ის მთელს მსოფლიოში ერთობლივად უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ კოვაქსის პლატფორმის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე ღარიბი ქვეყნები ვაქცინების 2 მილიარდამდე დოზას წლის ბოლომდე მიიღებენ.
კომენტარები