NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სპორტი»ზაზა უჯმაჯურიძე: ეს კაპიტანი ბიჭი ნამდვილი ლიდერია: კრისტიანს პირველი დაეხმარა

ზაზა უჯმაჯურიძე: ეს კაპიტანი ბიჭი ნამდვილი ლიდერია: კრისტიანს პირველი დაეხმარა

13 ივნ 2021 სპორტი 2906 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ეს კაპიტანი ბიჭი ნამდვილი ლიდერია: კრისტიანს პირველი დაეხმარა – ენა გაუსწორა, რომ გაეხსნა საჰაერო გზები, სწორად დააწვინა და ექიმების მოსვლამდე დაუწყო გულის მასაჟი. მერე ქრისტიანის აქვითინებულ მეუღლეს აწყნარებდა. მერე ბიჭებს ამხნევებდა. მერე მოედანზე გამოიყვანეს მეორე ნახევარში, მაგრამ თამაშს ვერაფრით დაუდო გული (სრულიად გასაგები მიზეზების გამო) და მაშინ კი ითხოვა, გამომცვალეთო. არ დაგავიწყდეთ, ამ ბიჭების საშუალო ასაკი 20-25 წელია, მაგრამ კაცები არიან და თან როგორი კეთილები.
ჩვენმა ქართველმა ფეხბურთელმაც გადაარჩინა ერთი მოთამაშე. ისიც გავიხსენოთ.
ისიც გავიხსენოთ, რომ თბილისში გუშინ საშინელი ტრაგედია მოხდა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ყველას თანავუგრძნობ. (12 ივნისს კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმდებარედ ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა- რედ.)
ქრისტიანთან ვიდეო ჩართვა ჰქონდათ თანაგუნდელებს და ძლივს ამოისუნთქეს შვებით. ერიკსენმა უთხრა, თქვენ ჩემზე გაცილებით უარესად ხართ, ბიჭებოო. ეს დაზაფრული ბიჭები მეორე ტაიმში გამოიყვანეს და ათამაშეს. ამაზე ძალიან აკრიტიკებენ უეფას და ვუერთდები მეც.
ამ შემთხვევის მიზეზი იყო არითმიის გამო გულის გაჩერება, არავითარი კოლაპსი. ახლა ყველაფერს კარგად გამოიკვლევენ და უმკურნალებენ, პეისმეიკერით თუ რაც იქნება საჭირო.
აცრის გართულება მტკნარი სიცრუეა, რადგან აცრა არანაირად არ არის ამ მოვვლენასთან თანხვედრაში.
მიხარია, რომ ეს დიდი შესაძლო ტრაგედია აგვცდა.
ფრთები გესხმევა კაცს, როცა ამდენი ადამიანობის და შინაგანი დახვეწილი კულტურის მოწმე ხდები!
ექიმების დამსახურება დიდია, მაგრამ როგორც ექიმი გეტყვით, რომ ექიმის ხელოვნებასთან ერთად მაღალი ძალების ხელშეწყობაცაა საჭირო. ამიტომ მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა,” – წერს სოციალურ ქსელში ონკოლოგი და სხივური თერაპევტი, დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ფინეთმა გასვლაზე დანია 1:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, 44-ე წუთზე კი მათი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონოდ დაეცა და საბედნიეროდ ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. ფეხბურთელთა თხოვნითა და უეფას ნებართვით მატჩი მოგვიანებით განახლდა. ერიკსენი იონსენმა შეცვალა.

კომენტარები

ზაზა უჯმაჯურიძე კრისტიან ერიკსენი 2021-06-13
ნინო ჩხეიძე
Tags ზაზა უჯმაჯურიძე კრისტიან ერიკსენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვა”

შემდეგი სტატია

სენაკი-ხორშის გზაზე ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

მსგავსი სტატიები

როგორ ვითარდებოდა სერფინგი

როგორ ვითარდებოდა სერფინგი

22 იან 2018

ფიფამ 2017 წლის სამი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

23 სექ 2017

ნადალი ისევ პირველია

21 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge