NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს

ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს

11 ივნ 2021 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 615 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თქვენი მიზანი, რომ 2024 წელს გააკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ეს არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, ლიეტუვა კვლავ რჩება საქართველოს მხარდამჭერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„შეხვედრაზე პრეზიდენტს გადავეცი ლიეტუვის მყარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გუშინ ვიყავი ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მოვინახულე ადგილობირვი მოსახლეობა. ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები. ესაა თქვენი და ჩვენი გამოწვევა კვლავ. ლიეტუვა ვალდებული რჩება და საქართველოს კვლავ მიაწვდის პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ლიეტუვის დახმარებაზე ასოცირებული ქვეყნების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ევროკავშირის ინტეგრაციისთვის. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ასოცირებული ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მცდელობა, რომ უფრო ნაყოფიერი და ეფექტური დიალოგი იყოს. ჩავერთვებით ამ ინტერაქციაში, რომ ეს იყოს ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იყოს მიზნებით სავსე, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ ქმედების გეგმა და პოლიტიკურ ძალებთან ერთად მივაღწიოთ იმას, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ერთად ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ვუყურებ საქართველოს და მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ენერგიულად იღწვოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის. ჩვენი გზა არ იყო მარტივი, შედარებით უფრო ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ჩვენს საზოგადოებაში ამაზე ეჭვი არ იყო. ვხედავთ, ასეთ მონდომებას ქართველ ხალხშიც. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“,- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

კომენტარები

2021-06-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award-ის ჯილდო წელსაც მიიღო

მსგავსი სტატიები

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და დროებითი საგამოძიებო კომისია – მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებას პეტიციაზე ხელმოწერას სთხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და დროებითი საგამოძიებო კომისია – მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებას პეტიციაზე ხელმოწერას სთხოვს

29 იან 2019
TBC ბანკის საქმე და ანაკლიის პორტი – სალომე სამადაშვილი რუსულ ინტერესებსა და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებაზე საუბრობს

TBC ბანკის საქმე და ანაკლიის პორტი – სალომე სამადაშვილი რუსულ ინტერესებსა და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებაზე საუბრობს

20 თებ 2019
“ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლოა,  +41 გრადუსს მიაღწიოს”- გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

“ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლოა, +41 გრადუსს მიაღწიოს”- გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

28 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

  • ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

    ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

  • დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

    დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

  • ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

    ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

  • ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

    ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

  • დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

    დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

  • ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  •  BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

     BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

  • გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

    გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge