NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»თენგიზ ცერცვაძე: გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში

თენგიზ ცერცვაძე: გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში

09 ივნ 2021 ჯანმრთელობა 1656 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში და წინა თვეებში დომინირებდა ევროპაში. ეს შტამი არა მხოლოდ სწრაფად ვრცელდება და მეტი გადამდებლობით ხასიათდება, არამედ იწვევს დაავადების მნიშვნელოვნად მძიმე ფორმებს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კოვიდინფექციით გარდაცვალების რიცხვზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი კონტიგენტი კოვიდავადმყოფებისა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე მაშინ, სანამ ბრიტანული შტამი გაჩნდებოდა.

,,გარდა ახალი შემთხვევების რაოდენობებისა, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ დრამატულად შეგვემცირებინა გარდაცვალების შემთხვევები. საქართველოში დღეში 15-დან 30-მდე გარდაცვალება ფიქსირდება. თუ ჩვენ შევადარებთ საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელს და გადარჩენის მაჩვენებელს, მაშინ აღმოჩნდება, რომ სულაც არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა და ევროპის 35 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ამ მხრივ რაიმე ჩავარდნაა, პირიქით მიღწევაა, როდესაც ჩვენნაირი ქვეყანა ამ მთავარი მაჩვენებლებით სჯობნის ევროპის 35 ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის მიუხედავად, 15 გარდაცვლილი ჩვენთვის ძალიან ბევრია და საგანგებო ზომებს ვიღებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს.

გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში და წინა თვეებში დომინირებდა ევროპაში. ეს შტამი არამხოლოდ სწრაფად ვრცელდება და მეტი გადამდებლობით ხასიათდება, არამედ იწვევს დაავადების მნიშვნელოვნად მძიმე ფორმებს. დღევანდელი კონტიგენტი კოვიდავადმყოფებისა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე იქამდე, სანამ ბრიტანული შტამი გაჩნდებოდა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის კიდევ ერთი გამომწვევია ვაქცინაციის დაბალი პროცენტი, რომელიც ჩვენთან საერთო მოსახლეობის 5-6%-ს შეადგენს.

,,ამასთან, სიკვდილიანობა გაცილებით მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დაბალია და ჩვენ სამწუხაროდ, ამ სიას მივეკუთვნებით. სულ 5-6%-ია ვაქცინირებული მოსახლეობის, მაშინ როდესაც ისრაელმა, ბრიტანეთმა და ამერიკამ 2/3 აცრა მოსახლეობის. ვაქცინირებულ ადამიანებში პირველ რიგში სიკვდილიანობა მცირდება, თორემ გადამდებლობა ვაქცინაციის შემდეგაც რჩება. ჩვენთან ერთი დოზის გაკეთების შემდეგ 400-ზე მეტ ადამიანს დაემართა კოვიდი და ყველა მათგანმა გადაიტანა იოლად, ხოლო მეორე დოზის შემდეგ მხოლოდ 10-14 ადამიანი დაინფიცირდა კოვიდით. ვინაიდან, ჩვენთან ვაქცინაციის პროცენტი არის 5-7 ეს ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ სიკვდილიანობის დრამატული შემცირება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

TOP თენგიზ ცერცვაძე 2021-06-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თენგიზ ცერცვაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზვიად ძიძიგური: ივანიშვილის წერილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან უჭირთ

შემდეგი სტატია

The right way to Craft Powerful Online Dating Texts

მსგავსი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი

ირაკლი შალიკაშვილი 06 იან 2022
მარინა ენდელაძე: 569 ახალი შემთხვევიდან 207 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა

მარინა ენდელაძე: 569 ახალი შემთხვევიდან 207 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა

ნინო ჩხეიძე 13 ოქტ 2020
74 გარდაცვლილი და 2191 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

74 გარდაცვლილი და 2191 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

ირაკლი შალიკაშვილი 08 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge