NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შალვა პაპუაშვილი: უნდა დავაკვირდეთ როგორ მოიქცევა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის კედლებს შიგნით – ვნახავთ, ხვალ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აშლიან თუ არა

შალვა პაპუაშვილი: უნდა დავაკვირდეთ როგორ მოიქცევა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის კედლებს შიგნით – ვნახავთ, ხვალ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აშლიან თუ არა

07 ივნ 2021 პოლიტიკა 344 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უნდა დავაკვირდეთ როგორ მოიქცევა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის კედლებს შიგნით – ვნახავთ, ხვალ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აშლიან თუ არა, საინტერესოა, ესეც ნიშანი იქნება აპირებენ თუ არა ისინი დემოკრატიულ თანამშრომლობას, თუ ისევ დესტრუქციაზე იქნებიან, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში დესტრუქციულად მოიქცეს.

“პარლამენტში იქნება პარტია, რომელიც უარს ამბობს დეპოლარიზაციაზე და დემოკრატიულ პროცესში თანამშრომლობაზე, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ როგორ მოიქცევა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის კედლებს შიგნით.

ვიმსჯელეთ კანონპროექტებთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი, რომ პარტიები ხვალიდან უკვე თითქმის სრული შემადგენლობით იქნება პარლამენტში. ვიცით, რომ “ლეიბორისტული პარტიიდან” ერთი ადამიანია, ვინც არ შემოვა პარლამენტში, ასევე “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარია უარს ამბობს პარლამენტში შემოსვლაზე. ასე რომ, ხვალიდან თითქმის სრული შემადგენლობა იქნება პარლამენტის და გადავდივართ უფრო სხვა რეჟიმზე. გამომდინარე იქიდან, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უარს ამბობს 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერაზე, ანუ უარს ეუბნება ევროპულ და ამერიკულ გზას საქართველოს დემოკრატიის განვითარების, მოსალოდნელია, რომ პარლამენტშიც იგივე დესტრუქცია იქნება გადმოტანილი, დავაკვირდებით და ვნახავთ, ხვალ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აშლიან თუ არა, საინტერესოა, ესეც ნიშანი იქნება აპირებენ თუ არა ისინი დემოკრატიულად თანამშრომლობას, თუ ისევ დესტრუქციაზე იქნებიან.

ჩვენ გვაქვს ორი ფორმატი – ერთი ეს არის პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სადაც არის კომიტეტების სხდომა, სადაც, რა თქმა უნდა, მანდატის მქონე ყველა დეპუტატს შეუძლია სრულფასოვნად იყოს ჩართული, ამავე დროს ჩვენ გვაქვს 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც განსაკუთრებული თანამშრომლობისკენ უბიძგებს პარტიებს, რომლებიც ხელს აწერენ ამ შეთანხმებას და ჩვენ განვაცხადეთ, რომ ის პარტია, რომელიც ხელს არ აწერს ამ შეთანხმებას ამ შეთანხმების წინააღმდეგია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

TOP ნაციონალური მოძრაობა პარლამენტი შალვა პაპუაშვილი 2021-06-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნაციონალური მოძრაობა პარლამენტი შალვა პაპუაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქეთი დოლიძე: ყველას ხო ვერ გამოკვებავს თბილისი, შეუძლებელია ყველა თბილისში იყოს

შემდეგი სტატია

გია ხუხაშვილი: ივანიშვილის განცხადება ერთადერთი პოლიტიკური ლოგიკით შეიძლება ავხსნათ

მსგავსი სტატიები

კალაძე: „ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც გამართული იყო სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ხანძარი მაინც გაჩნდა“

კალაძე: „ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც გამართული იყო სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ხანძარი მაინც გაჩნდა“

27 თებ 2018
სახალხო დამცველის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის

სახალხო დამცველის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის

29 ნოე 2017
ირაკლი კობახიძე ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაულს ულოცავს

ირაკლი კობახიძე ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაულს ულოცავს

02 მაი 2018

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge