NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს

04 ივნ 2021 ბიზნესი 812 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ,  ტრიოსთან ერთად.

წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს, რომლის დროსაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ანტონიო სანჩესის კვარტეტი დონი მაკკასლინთან, მიგელ ზენონთან და სკოტ კოლისთან ერთად.  მომდევნო საფესტივალოს დღე, 7 ივლისი კი, ბრენფორდ მარსალისის საღამოს დაეთმობა. ფესტივალი 8 ივლისს  მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება.

კონცერტების დაწყებამდე, ჯაზ-ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია – არქეოლოგიური საგანძური  დაათვალიერონ.

ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 18:00 საათზე გაიხსნება.

თბილისის 24-ე ჯაზ-ფესტივალი ჩატარდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის ზედმიწევნით დაცვით. გარდა ამისა, ფესტივალზე დასწრების მსურველებმა, ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესვლამდე უნდა წარმოადგინონ ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორი დოზა), ან ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის (PCR ან სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი.

ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია;

 

ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.

კომენტარები

2021-06-04
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ნაციონალური მოძრაობა” ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ დისკუსიებში უნდა ჩაერთოს, „უნდათ ეს მათ თუ არა”

შემდეგი სტატია

How come Online Dating Is Good For Singles Trying to Meet True romance

მსგავსი სტატიები

თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი გაიზრდება

თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი გაიზრდება

16 აგვ 2018

თიბისიმ სკოლის მოსწავლეებისთვის #1 ბარათის ოთხი ახალი დიზაინი შექმნა

19 ოქტ 2017
საქართველოს ბანკი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგრანტო პროგრამისთვის  ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს

საქართველოს ბანკი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგრანტო პროგრამისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს

თამუნა 10 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge