NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყო

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყო

03 ივნ 2021 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 446 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყო. ამ მიზნით, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, შერჩეულია 20 უბანი, რომელსაც პარლამენტის საგამოძიებო კომისია გადათვლის.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი მიქანაძემ განმარტა, შეირჩა 12 პროფესიონალი მთვლელი, რომელიც ორ ჯგუფად არის გაყოფილი. თითო ოთახში, 6 პროფესიონალი მთვლელი გადათვლას კომისიის ორი წევრის მეთვალყურეობის ქვეშ ახორციელებს. მიქანაძის თქმით, კომისიის წევრები საერთოდ არ იქნებიან კონტაქტში იმ ბიულეტენებთან და იმ დახურულ ყუთებთან, რომელიც ცესკომ გადასათვლელად წარმოადგინა.

“ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენი დღე და რამდენი დრო დასჭირდება პროცესს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის, რომ პროცესი ხარისხიანდ და აუჩქარებლად წარიმართოს, იყოს მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი. პროცესს თავიდან ბოლომდე პროფესიონალი მთვლელები წარმართავენ. მედიას ექნება სრული დაშვება მთელ ამ პროცესზე, ორივე ოთახში. ამავდროულად, იქნება მუდმივი სტრიმი. სტრიმი არ გაითიშება მაშინაც კი, როდესაც ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდება 13-დან 14 საათამდე, ასევე ღამის საათებში. იმ უბნის ბიულეტენები, რომლის გადათვლაც მოხდება, კვლავ დაილუქება და გადათვლილი უბნის მასალებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღესვე გავატანთ. მიუხედავად ამისა, ოთახები იქნება მუდმივად დალუქული, სტრიმი არ გაჩერდება ღამის საათებშიც. იქნება შუქი დატოვებული იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს თვალყური ადევნოს ღამის განმავლობაში ამ ოთახშები რა ხდება. თითოეულ ოთახთან იქნება განთავსებული სპეციალური დაცვის სამსახურის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ოთახებში არავინ არ შევიდეს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

2021-06-03
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გეგი ქელბაქიანი – ინფრასტრუქტურის მშენებლობა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს უნდა აუმჯობესებდეს

შემდეგი სტატია

ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2018 წელს გახარიამ მუქარის წერილი უშუალოდ მას გადასცა

მსგავსი სტატიები

გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა – გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო, ჩაიტაროს ექსპერტიზა

გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა – გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო, ჩაიტაროს ექსპერტიზა

ირაკლი შალიკაშვილი 01 ივლ 2022
მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ესაა შანტაჟის ენით საუბარი – ჩვენ არ შევცვლით გადაწყვეტილებებს

მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ესაა შანტაჟის ენით საუბარი – ჩვენ არ შევცვლით გადაწყვეტილებებს

ირაკლი შალიკაშვილი 17 დეკ 2020
„ჩემი რეაქციისთვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი“

„ჩემი რეაქციისთვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი“

სოსო ელისაშვილი 27 მარ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge