NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა ხაზარაძე: მე მინდა მივმართო ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და პარტიას, რომ მოდით ამ იდეის გარშემო დავიწყოთ ფიქრი

მამუკა ხაზარაძე: მე მინდა მივმართო ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და პარტიას, რომ მოდით ამ იდეის გარშემო დავიწყოთ ფიქრი

03 ივნ 2021 პოლიტიკა 499 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერი არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“დღეს პირველად მომიწევს ჩემი და “ლელოს” იდეის გაჟღერება. მინდა კარგად ავხსნა, რა პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სხვანაირად ვიდრე აქამდე ვაკეთებდით, მხედველობაში მყავს ოპოზიცია. დავისახოთ რამდენიმე კონკრეტული მიზანი. სტრატეგიული, შემოდგომის არჩევნების მიზანი, არის ის რომ ” ქართულმა ოცნებამ” 43 % ვერ დააგროვოს. ეს არის სტრატეგიული მიზანი რადგან 2022-ში ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარერშე საპარლამენტო არჩევნები.

ეს არის საშუალება იმისა რომ ქვეყანას მოევლინოს კოალიციური მთავრობა და ამ კოალიციური მთავრობის პირობებში ქვეყანამ დადოს ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გეგმა.

ჩვენ ძალიან სერიოზული გამოცდა გველოდება შემოდგომაზე. ვფიქრობ ჩვენი ფორმულა არის შემდეგი. ჩვენ უნდა ჩავატაროთ გენერალური რეპეტიცია, ადგილობრივ არჩევმებზე და ჩვენს ამომრჩეველს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე ჩვენ კოალიციური მმართველობა გვქონდეს.

ამ ყველაფრისთვის საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე მერობის პოსტზე. თუ მხოლოდ თბილისის განლაგებას ავიღებთ, ეს არ უნდა იყოს ერთი მოცემულობა რომ ერთმა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დაუჭიროს მეორე ოპოზიციური პარტიის ლიდერს მხარი. ეს არ იმუშავებს და ჩვენ დავკარგავთ იმ ამომრჩეველს რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი

გამოსავალი არის შემდეგი – თბილისი უფრო მეტია ვიდრე პოლიტიკა. თბილისს სჭირდება ძალიან სერიოზული განვითარების გეგმა. ამაში არ ვგულისხმობ ლურჯი ან ყვითელი ავტობუსების ჩამოყვანას. დაიღალა ხალხი იმის მოსმენით, რომ კიდევ ახალი ავტობუსები ჩამოდის ქალაქში.

თბილისს უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია, საერთაშორისო მნიშვნელობის ქალაქად უნდა ვაქციოთ თბილისი, უამრავი პარამეტრის მიხედვით. თბილისის თავი, ანუ მერი, არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი.

მეურნე ადამიანი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი, დაუდგება გვერდში და დაეხმარებიან იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ერთობლივად შეიმუშავებენ. სხვა შემთხვევაში იქმნება ალიაქოთი და დაპირისპირება.

ჩვენ გვავიწყდება მთავარი, ჩვენი ქალაქი, მისი ქუჩა, მოშიმშილე ბავშვები, დაბინძურებული მტკვარი. ამ ყველაფერს ერთი პარტიის ძალისხმევა და ერთი ლიდერი არ ეყოფა, თუ ძალები არ გავაერთიანეთ.

მეურნე ადამიანი უნდა იყოს ზეპარტიული, ან ძალიან დიდი კომპანიის ხელმძღვანელი, ან უცხოეთში ჩვენი, რომელიმე წარმატებული ადამიანი, რომელსაც ვეტყვით, რომ ჩვენ დავუდგებით გვერდში, გეგმას დავდებთ და ერთხელ პრეცედენტს დავუშვებთ რომ გავაკეთებთ საქმეს, როგორც არ ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში.

მე მინდა მივმართო ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და პარტიას, რომ მოდით ამ იდეის გარშემო დავიწყოთ ფიქრი. ჩემთვის მთავარი მერობა კი არ არის, ჩემთვის მთავარია რა შეგვიძლია ჩვენ ამ ქალაქისთვის გავაკეთოთ”, – აცხადებს ხაზარაძე.

კომენტარები

TOP მამუკა ხაზარაძე ქალაქის მერი 2021-06-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მამუკა ხაზარაძე ქალაქის მერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვახო სანაია: ხელისუფლება დუმს ან ელოლიავება მთავარეპისკოპოსს. ფეხებზე იკიდებს ბავშვებს, რადგან წინ არჩევნებია

შემდეგი სტატია

Postal mail Order Wedding brides – Do I Need a Quotation Needed For Accessibility?

მსგავსი სტატიები

ივანიშვილი: ეკა გიგაური გადავიდა „მოუკრეფავში“

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ნინო ჩხეიძე 20 მარ 2021
პრემიერი მაჩალიკაშვილს: პირადად თქვენგან არ ყოფილა ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა, თორემ  შეხვედრა აქამდეც შედგებოდა, ამ აქციების გარეშე

პრემიერი მაჩალიკაშვილს: პირადად თქვენგან არ ყოფილა ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა, თორემ შეხვედრა აქამდეც შედგებოდა, ამ აქციების გარეშე

04 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge